ვარ საზღვარგარეთ.გამიკეთდა გამოფხეკა ერთი წლის წინ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

25-03-2012

-გამარჯობათ,ვარ საზღვარგარეთ.გამიკეთდა გამოფხეკა ერთი წლის წინ (მომეშალა 2თვის მუცელი), ექიმმა მითხრა რომ მაქვს თხელი, ფურცელივით საშვილოსნო, ერთი წლის შემდეგ გავიკეთე გინეკოლოგიური ეხოსკოპია ,(ან ვაგინალური ეხო,არ ვიცი სამედიცინო ენაზე როგორ ეძახიT)ეხომ ყველაფერი ნორმაშიაო,ანუ ვეღარ გავიგე რომელს დავუჯერო.და კიდევ ერთი გავიკეთე ასევე სისხლის ანალიზი ვირუსებზე,პასუხი დამაკმაყოფილებელია,ნაცხის ბაქტეროლოგიური ანალიზი არ გამიკეთეს, არის აუცილებელი გაკეთება თუ აღარ მეშინოდეს უკვე დაფეხმძიმების?დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრ „ელიტა მედის“ მეან-გინეკოლოგი მარინა ჩარკვიანი:
- საშილოსნოს ღრუს გამოფხეკის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო მიღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევა, მისი დახმარებით ხდება ორსულობის შეწყვეტის მიზეზის დადგენა. ვაგინალური ექოსკოპიის საშუალებით იზომება საშვილოსნოს კედლის სისქე, ამიტომ თუ იქნებოდა თხელი ის დაფიქსირდებოდა გამოკვლევისას. როცა ქალს ანამნეზში ჰქონდა თვითნებითი აბორტი, მომდევნო ორსულობის დაგეგმვამდე საჭიროა ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები( ჰორმონალური სტატუსის შეფასება, ბაქტერიული ინფექციის გამორიცხვა), რომ ორსულობა განვითარდეს ნორმალური მაჩვენებლების ფონზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად