რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-თუ შეგიძლიათ მითხრათ რა შეიძლება იყოს,მესტრუაციის დროს ძლიერი ტკივლის მიზეზი?ჩემ დას ბოლო სამი თვეა ამ დროს ძალიან სტკივა დაბლა მუცელი.29 წლისაა 10 წლის შვილი ყავს.3 წელია ქმარს გაცილებულია და სქესობრივი კავშირი არ ქონია.5 დღიანი ციკლი აქვს და სამი ოთხი დღე აქედან სულ გამაყუჩებლებს იღებს.ადრე არ ქონია ასე.შეიძლება ანთებები იყოს?ექიმთან ჯერ ვერ მიდის.მადლობას გიხდით წინაწრარ.
პასუხი
-მტკივნეული მენსტრუაცია ანუ დისმენორეა, შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი დისმენორეის გამომწვევი არ არის ორგანული ხასიათის. ტკივილის გამომწვევი მიზეზია პროსტაგლანდინების სეკრეციის გაძლიერება, სპაზმი და იშემია (ამ დროს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება დაქვეითებულია). პირველადი დისმენორეის მკურნალობის მიზნით ინიშნება: გესტაგენები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (პროსტაგლანდინების დონის შემცირების მიზნით). მეორადი დისმენორეის გამომწვევი მიზეზია: მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადება, ენდომეტრიოზი, შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში და ა.შ. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა განისაზღვრება დისმენორეის გამომწვევი პათოლოგიის მიხედვით.