ვარ 34 წლის.მაქვს შერეული სახის კანი ზოგან ნორმალუ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

24-03-2012

-ვარ 34 წლის.მაქვს შერეული სახის კანი ზოგან ნორმალური,ზოგან გამომშრალი,მზეზე გამომდის ჭორფლი და ლაქები .კანიც ადვილად მეწვება.გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვუარო სახეს. რა სახის და რომელი ფირმის სახის კრემები ვიხმარო.მადლობთ.

პასუხი
-დილით პირი დაიბანეთ კომბინირებული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ქაფით, ჩამოიბანეთ ეს ქაფი გრილი წყლით (ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, იგი მშრალ კანს კიდევ უფრო გამოაშრობს, ცხიმიანს კი გააცხიმიანებს), გირჩევთ, ცხიმიანი უბნიდან ქაფის ჩამობანვისას გამოიყენოთ ხაოებიანი ნაჭერი (გამოვა ერთგვარი პილინგი).
დაბანვის შემდეგ გაიწმინდეთ სახე შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკით. დაბანის შემდეგ, თუ გაქვთ ფერიმჭამელები, წაისვით მათზე სპეციალური კრემი, დანარჩენ უბანზე კი წაისვით შერეული კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი. ასაკობრივი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში კანზე უნდა წაისვათ რეტინოლის ან ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემები. სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით დღის კრემი (მზისგან დამცავი - SPF ფაქტორის შემცველი) საღამოს - დაბანვა, მსუბუქი პილინგი, ტონიკი (ისე, როგორც დილას).
ამის შემდეგ ნორმალური კანის უბანზე თხელ ფენად წაისვით ცხიმიანი კრემი, ცხიმიან უბანზე - ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი ან ემულსია).
ფერიმჭამელებზე - ფერიმჭამელების საწინააღმდეგო საშუალება. ნიღაბი კომბინირებული კანისთვის: კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მკვებავი, დამატენიანებელი და დამაშვიდებელი ნიღაბი, მაგალითად შვრიისგან: 1 სუფრის კოვზი ჰერკულესს დაასხით მცირე რაოდენობის თბილი წყალი (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ), გააჩერეთ 5 წუთი, დაიდეთ წინასარ გაწმენდილ და დაორთქლილ კანზე (ან ცხიმიან უბანზე), გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი.
კომბინირებული კანის დროს ყველაზე მშრალი ადგილია ქუთუთოები. ამის გამო თვალების რიგვლივ ადვილად ჩნდება ნაოჭები. მათი გაჩენის შესაფერხებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები და შრატები, რომლებიც შეიცავენ: რეტინოლს, ჰიალურონის მჟავას, ალფაჰიდროქსიმჟავებს, ანტიოქსიდანტებს და აუცილებელია მზისგან დამცავი ფილტრების ხმარება ქუჩაში გასვლის შემთხვევაში.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლის ნიღაბი: ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული ექნება 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა (ბეზე). ეს მასა წაისვით თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთი. გაშროების შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში, მხლოდ ასეთ შემთხვევაში მოგცემთ იგი ეფექტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად