მაქვს ვარდისფერი ფერისმჭამელი-როზაცია ცხვირზე.პერი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-03-2012

-გამარჯობათ,მაქვს ვარდისფერი ფერისმჭამელი-როზაცია ცხვირზე.პერიოდულად მაყრის. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ როგორ ვიმკურნალი,ან შესაძლებელია თუ არა რაიმე საშვალებით მოცილება.ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.

პასუხი
-მკურნალობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეც კი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან იგი კანის ქრონიკული დაავადებაა და ადვილად არ გაივლის ხოლმე.  მკურნალობა არის ადგილობრივი და ზოგადი, იგი დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს. რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ ვარდისფერი ფერიმჭამელების განვითარების მიზეზები ბოლომდე არ არის გარკვეული. სამაგიეროდ ზუსტად არის დადგენილი მისი რისკ-ფაქტორები:
-ყავის, ჩაის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების (მაგალითად: კაკაო) რეგულარული მოხმარება;
-ძალიან ცხელი, ცხარე, სანელებლებიანი და შებოლილი კერძები (ტრადიციული ქართული და ჩინური კერძების მოყვარულები უნდა გაფრთხილდნენ);
-რეგულარულად ულტრაიისფერი დასხივება (მზე და სოლარიუმი);
-სტრესები;
-ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება;
-ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებები;
-ხანგრძლივად ,,ცხელ ან ცივ წერტილებში" (ცხელ და ჩახუთულ შენობებში ან ყინვაში) ყოფნა;
გარდა ამისა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ როზაცეას, როგორც წესი, წინ უსწრებს: ნერვული სისტემის მოშლა (ნევროზები, დეპრესია); იმუნიტეტის დაქვეითება; ასევე ორგანიზმში სისხლძარღვოვანი (კაპილარების დეფექტი), კუჭ-ნაწლავის (გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით), ან ენდოკრინული (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ან თირკმელზედა  ჯირკვლის დაავადებები) მოშლილობები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მკვეთრი კავშირი შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ბაქტერიულ თუ ვირუსულ ინფექციებს შორის არ არსებობს.
ალბათ თავადაც მიხვდებოდით, რაოდენ მნიშვნელოვანია მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად დიეტის დაცვა, იმუნიტეტის ამაღლება, სიმშვიდე დ შინაგანი დაავადებების პროფილაქტიკა.
როზაცეას მკურნალობა გულისხმობს შემდეგ ეტაპებს:
1. გადახედეთ დიეტას. როზაცეას დროს იკრძალება ყველაფერი, რაც აფართოებს სისხლძარღვებს. უარი თქვით ცხარე, მწარე და შებოლილ კერძებზე. გარდა ამისა უნდა დაივიწყოთ ალკოჰოლური და კოფეინის შემცველი სასმელები.
2. დაზიანებული კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. იკრძალება ყველანაირი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს, ცხიმს, აცეტონს და ჰორმონალურ დანამატებს. თაფლიც არაფერს გარგებთ, სამაგიეროდ სასარგებლოა ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები კვერცხის ცილით - ცხიმიანი კანისთვის და გულით - მშრალი კანისთვის. პირის დასაბანი წყალი უნდა იყოს ოდნავ თბილი, ხოლო კანის გასაწმენდი ქაფები - განკუთვნილი მგრძნობიარე კანისთვის. სახე უნდა გაიმშრალოთ პირსახოცით, კანის დაორთქვლა და კოსმეტიკური მასაჟის გაკეთება არ არის სასურველი. მამაკაცებისთვის რეკომენდებულია წვერის ელექტრო საპარსით გაპარსვა. მზეზე გასვლის წინ აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალების (15-ზე მაღალი ფაქტორით) გამოყენება, ხოლო ყინვაში - სიცივისგან დამცავი კრემების.
3. ჩაიტარეთ ვიტამინოთერაპიის კურსი. გარეგნობას გაგიუმჯობესებთ ვიტამინები: K, PP, B2, B6 და ასკორუტინის კომბინაცია  C და P-თი.
4. კანის დაზიანებული უბანი საჭიროებს სპეციალურ დამუშავებას. რომელსაც დერმატოლოგი დაგინიშნავთ. კანის სრულფასოვნად აღდგენის მიზნით სასარგებლოა ფიზიოთერაპიული პროცედურები:
კრიომასაჟი - კანის ღრმა აშრევება, რომელიც ხორციელდება თხევადი აზოტით დღეგამოშვებით.
დერმაბრაზია - კანის გაპრიალება (გახეხვა) სპეციალური საღარავით, პროცედურა ხორციელდება ადგილობრივი ანესთეზიით;
ელექტროკოაგულაცია - გაფართოებული სისხლძარღვების დენით მოწვა.
სისხლძარღვების ლაზერული კოაგულაცია..
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ანტიბიოტიკების მიღებაც იძლევა გარკვეულ ეფექტს. როზაცეას დროს რეკომენდებულია ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები.
კომენტარები
03 მაისი 2014 21:52
მე მჭირს როზაცია ტვინში
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად