მაინტერესებს ამ შემადგენლობის წამალი თუ მალამო არი... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

21-03-2012

-მაინტერესებს ამ შემადგენლობის წამალი თუ მალამო არის თუ არა საზიანო ორგანიზმისთვის? წინასწარ გიხდით მადლობას. Aluminium Chloride 6H20-20% - აქტიური ინგრედიენტი; Dimethicone Copolyol 193-1% - დამხმარე ინგრედიენტი; Ethanol ‘B’ (DEB) - დამხმარე ინგრედიენტი.

პასუხი
-თქვენ მოგვაწოდეთ ODABAN სპრეის შემადგენლობა, რასაკვირველია გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა გვერდითი ეფექტების აღმოცენება. ზოგადად ოდაბანი არ იწვევს ალერგიას და სწორი გამოყენებისას არის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება. თუმცა ოდაბანის ზედმეტი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გაღიზიანება.
ოდაბანის გამოყენების წინ საჭიროა დამუშავების ადგილის დაბანა გრილი წყლით, საპნით და გამშრალება. დარწმუნდით, რომ კანი ანტიპერსპირანტის გამოყენების ადგილზე კარგად გამშრალებულია, საჭიროების შემთხვევაში გაამშრალეთ იგი ფენით. ანტიპერსპირანტის გამოყენების შემდეგ მეორე დილით დაიბანეთ და გაიმშრალეთ დამუშავებული ადგილები. შემდეგ, არ გამოიყენოთ ოდაბანი დღის განმავლობაში. გამოიყენეთ იგი ღამით მანამ, სანამ არ მოხდება ოფლის გამოყოფის ნორმალიზება ან არსებითად შემცირება. არ შეიძლება ოდაბანის შესხმა უშუალოდ სახეზე, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ იგი ბამბის ტამპონის საშუალებით. ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.
არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე, ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ. ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად