სახლში ვვარჯიშობ საღამოობით დაახლოებით 1 საათის გ... | ფიტნესი და სპორტი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფიტნესი და სპორტი

კატეგორია - ფიტნესი და სპორტი

21-03-2012

-გამარჯობათ, სახლში ვვარჯიშობ საღამოობით დაახლოებით 1 საათის განმავლობაში და შეძლებისდაგვარად სწორად ვიკვებები. ასე გავიგე,საღამოს ვარჯიში გასახდომად ნაკლებად ეფექტურია, მხოლოდ სადილის და ვახშმის დროს მიღებული კალორიები იწვებაო.მართალია თუ არა და რა გავაკეთო გახდომის ხელშესაწყობად. დილით ვერ ვახერხებ ვარჯიშს სამსახურის გამო.გმადლობთ.

პასუხი
-დილაც და საღამოც ერთნაირად კარგია ვარჯიშისთის, ხოლო ეფექტურობა მთლიანად დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალობაზე და მიზანზე, რისთვისავ მიმართავთ ვარჯიშს. დამწვარი კალორიების მიხედვით შედეგი ორივე შემთხვევაში ერთნაირია, ხოლო ნერვული სისტემისთვის კი დიდი სხვაობაა. ადამიანები, რომლებთაც ახასიათებთ ადვილად აგზნებადობა, გაღიზიანება, სტერული მდგომარეობა, ემოციურობა დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე უნდა ვარჯიშობდნენ, რათა ნერვულმა სისტემამ მოასწროს დამშვიდება; დილის სპორტი კი ორგანიზმს უნარჩუნებს სპორტულ ფორმას და სიფხიზლეს. თუმცა საღამოს ვარჯიშის დროს მაინც, გარკვეულწილად კალორიების მეტად დაწვის შანსია, საღამოს ვარჯიშისთვის გამოდგება სირბილი, არა ნაკლებ 40 წთ, თუ ნაკლებს ირბენთ მაშინ გახდომის ეფექტი ნაკლები იქნება. სირბილი მისაღებია კვირაში 3-ჯერ; ყოველდღიური სირბილი არ არის საჭირო, რამდენადაც ორგანიზმი ვერ მოასწრებს აღდგენას, ხოლო უფრო ნაკლები სიხშირით ვიდრე 3-ჯერ კვირაში, აზრს კარგავს, ასეთი დატვირთვა არასკმარისია ფორმის შესანარჩუნებლად და კალორიების დასაწვავად. საღამოს ვარჯიშში შეგიძლიათ ჩართოთო ძალისმიერი დატვირთვაც.
ლოგიკურად რომ დასრულდეს როგორც დილის, ისე საღამოს ვარჯიში, ვარჯიშის შემდეგ მიიღეთ აბაზანა ან დუში, და რა თქმა უნდა, არ იჩქაროთ ჭამა, თუ არ შეგიძლიათ საუზმის გარეშე, მიირთვით ვარჯიშიდან 15 წთ-ის შემდეგ, ხოლო რაც შეეხება საღამოს ვარჯიშს, თუ მიზანი ფიგურის კორექცია და წონის დაკლებაა, მაშინ უმჯობესია ვახშამზე უარი თქვათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად