დიდი მადლობა იმ დახმარებისათვის რასაც პერიოდულად თ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

18-03-2012

-დიდი მადლობა იმ დახმარებისათვის რასაც პერიოდულად თქვენი საიტიდან ვიღებ. ამჟამად ასეთი კითხვა მაქვს. ვარ 42 წლის.უკვე 3 წელია ვმკურნალობ ნევროპათალოგთან ნერვოზის დიაგნოზზე.მქონდა მაღალი წნევები გულის ფრიალი მსუბუქი დეპრესია და სხვა მსგავსი ჩივილები. ბოლო 5 თვე ამერია ციკლი გადაცილება მაქვს.გამოკვლეული მაქვს ყველაფერი. ექიმმა ადრევე ივარაუდა ნაადრევი კლიმაქსი და გამომიწერა კლიმაქტოჰელი . სამწუხაროდ არ დავლიე ვთვლიდი რომ არ მჭირდებოდა.ამჯამად შეიძლება რომ დავლიო.? წნევებს ,ხასიათის ცვლილებას ისევ ვუჩივი. ალები არ მაქვს.ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი ამომწურავი პასუხი.

პასუხი
-კლიმაკტ-ჰეელი არის ჰომეოპათიური საშუალება, ის ინიშნება ჰორმონალური მოშლილობებისას, განსაკუთრებით, კლიმაქსურ პერიოდში, თუმცა იგი არ გამოიყენება როგორც ჰორმონალური პრეპარატების შემცვლელი. ის ბიოლოგიურ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს საკვერცხეებსა და ორგანიზმის შიდასეკრეტორულ მაკონტროლებელ სისტემებზე (ჰიპოფიზის წინა წილი, ჰიპოთალამუსი). პრეპარატის თერაპიული ეფექტი აქტიურ მოქმედ ნივთიერებათა შებმასა და მათ პოტენცირებას ეფუძნება. გარდა ამისა, პრეპარატი ინიშნება კლიმაქსურ პერიოდში არსებული ჩივილებისას ოფლიანობით და მის გარეშე; ასევე, გაძლიერებული გულისცემის, სისხლძარღვთა პულსაციის, საყლაპავში ბურთის შეგრძნების, კრუნჩხვითი მოვლენების, ნეიროვეგეტატიური სიმპტომების (დისტონიები), ზოგადი გამოფიტვის, ნევროზების, დეპრესიების, მელანქოლიური გუნება-განწყობისას კლიმაქსურ პერიოდში; აგრეთვე, საშოს სიმშრალისას. ამ ყოველივეს გათვალისწინებით პრეპარატი შეიძლება მიიღოთ
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
06 ოქტომბერი 2014 12:24
ეს პრეპერატი შეიძლება მიიღო როდეწსაც საკვერცხე და საშვილოსნო ამოღებულია ადენოკარცინომის დიაგნოზის გამო?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად