,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,ამ ბოლო თვეებში გამიღიზია... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

18-03-2012

-გამარჯობა,ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ,ამ ბოლო თვეებში გამიღიზიანდა ჭიპი,როგორც მივხვდი ომფალიტია,ცოტა გამონადენი მაქვს და სიწითლე,არ მიმკურნალია,ეხლა გავიგე რომ ვარ ორსულად,მაინტერესებს ხელს ხო არ შეუშლის ნაყოფის ჩამოყალიბებას,ხო არ გადავა ნაყოფზე რაიმე ინფექცია,დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-ომფალიტი არის ჭიპისირგვილივი კანის, კანქვეშა ქსოვილისა და სისხლძარღვების ანთება. იგი ხშირია ახალშობილებში, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ემართებათ და დაკავშირებულია ჭიპის სტაფილოკოკებით, ან სხვა ბაქტერიებით ინფიცირებასთან. ომფალიტი შეიძლება იყოს ჩირქოვანი, ფლეგმონური და ნეკროზული.
ყველაზე ხშირად გვხვდება მარტივი ომფალიტი (ე.წ სველი ჭიპი). ომფალიტის ამ ფორმის დროს ჭიპის ჭრილიდან სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი აღინიშნება. სხვა მხრივ ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გარდა ამისა, ჭიპის ჭრილში შეიძლება გაჩნდეს ქერქი, ან იგი ამოივსოს გრანულებით. თუ გრანულების ზრდა მოხდება, მაშინ ჭიპზე გაჩნდება სოკოსმაგვარი გამობერილობა. დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის მიხედვით.
მარტივი ომფალიტის დიფერენცირება უნდა მოხდეს ჭიპის თანდაყოლილ ფისტულასთან, ჭიპის კალცინოზთან. მარტივი ომფალიტის დროს თავდაპირველად საჭიროა ჭიპის ჭრილის დამუშავება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ იოდის 5%-იანი სპირტხსნარით, ან 1-2%-იანი ბრილიანტის მწვანით.
თუ აღინიშნება ჭიპზე სოკოსმაგვარი გამობერილობები, მაშინ მას წვავენ ლაპისის ფანქრით, იშვიათად საჭირო ხდება ამ გამობერილობის ქირურგიული მოშორება. მარტივი ომფალიტის დროს ეფექტურია ვიტამინოთერაპია და ბიოსტიმულაცია. ჭიპზე საფენების დადება და გადახვევა არ შეიძლება, რადგან ეს შეაფერხებს ჭიპიდან გამონადენის გარეთ გამოყოფას. ომფალიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას, რათა არ მოხდეს ინფექციის გარედან შეჭრა.
თუ დამოუკიდებლად გაგიჭირდათ ამ პრობლემასთან გამკლავება მიმართეთ ქირურგს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად