რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ,მე ვარ 31 წლის. დაახლოებით 8 წელია ვსვამ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს. თავიდან დავიწყე ჩემით და ალბათ 1 წლის განმავლობაში ტრირეგოლს ვსვამდი მერე გადავწყვიტე ექიმისტვის მიმემართა და მან შემირჩია ნოვინეტი. უკვე ამდენი ხანი გავიდა და ამ წლების მანძილზე 1თვე შევისვენე შარშან, მაინტერესებს ამდენი ხნის მანძილზე რო არ მივმართე ექიმს ხო არ გამოიწვევს რამე ეს პრეპარატი და კიდევ ერთი, წამლის დანებებიდან რამდენხანში შემიძლია დაორსულება?
პასუხი
-ნოვინეტი არის ერთფაზიანი, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი; ითვლება, რომ ამ ტიპის კონტრაცეპტივების მიღებისას საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი რამდენადმე იფიტება, რის გამოც ემბრიონის ნორმალური იმპლანტაციისთვის არ არის ხელსაყრელი პირობები. გარდა ამისა, ორალური კონტრაცეპტივების მოხსნის შემდეგ ადგილი აქვს საკვერცხეების ფუნქციის დროებით დისფუნქციას (ადგილი აქვს არც თუ ისე ხარისხიან ოვულაციას). მაგრამ ეს მდგომარეობა ძალიან მალე სწორდება; ფერტილობის აღსადგენად მეტწილად კოკ -ის (კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი) შეწყვეტიდან 2-3 თვეა საჭირო, უმჯობესია, ამ ხნის მანძილზე ქალმა დაორსულებისგან თავი შეიკავოს. პრეპარატის მიღების პერიოდში სამედიცინო კონტროლო საჭიროა არა უგვიანეს ყოველ 6 თვეში.