რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ჩემს 3 თვის პატარას აქვს ხშირი სლოკინი ,დღეში შეიძლება ხუთჯერ და 15 წუთი დაახლოებით ასლოკინებს,ეს ბუნებრივია თუ შეიძლება იყოს რაიმე პრობლემა?
პასუხი
-სლოკინს ექიმები განმარტავენ, როგორც ხმის ნაპრალის მკვეთრი შევიწროვების ფონზე განვითარებულ შეუპოვარ და უნებლიედ განმეორებად მოკლე ინტენსიობის შესუნთქვებს. მის მიზეზს წარმოადგენს დიაფრაგმის სპაზმური შეკუმშვა. არსებობს სლოკინის ორი ვარიანტი: ეპიზოდური (რომელიც გვხვდება ყველაზე ხშირად) და გახანგრძლივებული. ეპიზოდური სლოკინის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში არის გაციება, კუჭის გადავსება და სხვ. ხშირად სლოკინის მიზეზი ბავშვებში ხდება ნერვული აგზნებაც. როგორც ჩანს თქვენს ბავშვს სწორედ ეპიზოდური ხასითის სლოკინი აწუხებს. იგი სპეციალურ სამედიცინო ჩარევას არ საჭრობს. მისი აღმოცენების შემთხვევაში არ ღირს ექიმის გამოძახება. უბრალოდ მიეცით ბავშვს წყალი, ჩაი, წვენი ან სხვა რამეზე გადაუტანეთ ყურადღება. თუ ბავშვს ცივა (ხელები ცივი აქვს), გაათბეთ იგი.