15 წლის ვარ და კანზე მაქვს გამონაყარი,ბევრი არა მ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

16-03-2012

-გამარჯობათ 15 წლის ვარ და კანზე მაქვს გამონაყარი,ბევრი არა მცირე რაოდენობით და როგორ შეიძლება ვებრძოლო გამონაყარს როგორ გავიქრო გთხოვთ რამე მირჩიეთ...წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
-თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაშინ ჯერ დერმასეპტით გაიწმინდეთ კანი, შემდეგ თითოეული ელემენტები თეთრი კასტელანით დაიმუშავეთ, თუ კვანძები გაქვთ და კანი ასაქერცლია, მაშინ გამოიყენეთ ზინერიტის სუსპენზია (შეიცავს ერითრომიცინს და თუთიას), მაგრამ მხოლოდ კვანძებზე წაისვით (მთელ კანზე - არა), ასეთი მკურნალობა ჩაიტარეთ 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ კურიოზინი- გელი 2-ჯერ დღეში და ბოლოს (ანუ მკურნალობის დაწყებიდან 20 დღის შედეგ) ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად იხმარეთ სკინორენის მალამო, 2-ჯერ, ერთ თვის განმავლობაში. გარდა ამისა აუცილებლად დაიცავით დიეტა_ შეზღუდეთ ნახშირწყლების მოხმარება.
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწვლისა და ყელის მდგომარეობა. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი ფერიმჭამელები კვლავ გაგიჩნდებათ.
ყოველივე ამაში გასარკვევად კი საჭიროა პირველ რიგში დერმატოლოგს მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად