უკაცრავდ შეგაწუხეთ. სექსის დროს ვერ განვიცდი სიამ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

16-03-2012

-უკაცრავდ შეგაწუხეთ. სექსის დროს ვერ განვიცდი სიამოვნებას უბრალდო გადმონთხევაა და როგორც ადრე მსიამოვნებდა ისე არ არის. 2 კვირაა სადღაც რაც დამწეეყო რისი ბრალი შეიძლება იყოს ასო მაქვს ცოტათი აქერცლილი ხოლმე შეიძლება ამის ბრალი იყოს?

პასუხი
-ორგაზმი სქესობრივი აქტის ფინალია, ხორციელი ტკბობა, რომელსაც მამაკაცისთვის სქესობრივი დაკმაყოფილების შეგრძნება მოაქვს. მისი გაფერმკრთალება მამაკაცისთვის ძალზე მტკივნეულია. ორგაზმის დარღვევა მუდმივიც შეიძლება იყოს და პერიოდულიც. ყველაზე ხშირად ის ენდოკრინულ მოშლილობებს უკავშირდება. სხვა მიზეზებია უროლოგიური დაავადებები (ადენომა, პროსტატიტი) ფსიქიატრიული დაავადებები. ისეც ხდება, რომ მამაკაცს აქვს ეაკულაციის განცდა, მაგრამ რეალურად სპერმის გამოყოფა არ ხდება. ეს რეტროგრადული ეაკულაციაა, რომელსაც მამაკაცისთვის სიამოვნების განცდა არ მოაქვს. ასეთი რამ ახასიათებს შაქრიან დიაბეტს, პერიფერიულ ნეიროპათიებს, მენჯისა და მუცლის ღრუზე ჩატარებულ ქირურგიულ ჩარევებს. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს ნორმალური ეაკულაცია აქვს, მაგრამ ორგაზმს არ განიცდის. ასეთ დროს აუცილებელია სექსოპათოლოგის კონსულტაცია, რათა გაირკვეს, რისი ბრალია ეს: ფსიქოლოგიური, უროლოგიური თუ ნევროლოგიური პათოლოგიისა.
დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სექსუალური დარღვევები მხოლოდ მამაკაცის კი არა, წყვილის პრობლემაა, თუმცა ძლიერი სქესისთვის ის განსაკუთრებით მტკივნეულია, ამიტომ მას საკმაოდ კვალიფიციური და ფაქიზი დახმარება სჭირდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად