რა იწვევს ჰიპერკერატოზს და რა საშუალებები არსებობს... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

15-03-2012

-რა იწვევს ჰიპერკერატოზს და რა საშუალებები არსებობს მისი სამუდამო განკურნებისთვის?

პასუხი
ჰიპერკერატოზი არის კანის ეპიდერმისის გაძლიერებული გარქოვანება (გასქელება). -თავისთავად ჰიპერკერატოზი არ არის დამოუკიდებელი დაავადება. ერითროდერმიის, იქტიოზის და სხვა დაავადებების დროს აღინიშნება ეპიდერმისის გარქოვანებისა და გასქელების პროცესისი დარღვევა; სრულიად ჯანმრთელ პირებსაც აღენიშნებათ ჰიპერკერატოზი ტერფებზე, იდაყვებსა და მუხლებზე.
ჰიპერკერატოზის განვითარება უკავშირდება როგორც გარეგან (ხახუნი, ხანგრძლივი ზეწოლა და ა.შ), ისე შინაგან (ჰიპოავიტამინოზი А, პროფესიული ინტოქსიკაცია ) ფაქტორებს. რამდენადაც ტერფებზე დიდ დატვირთვა ხორციელდება ამიტომ ეს ნაწილი ჰიპერკერატოზის განვითარებისკენ უფრო მიდრეკილია; ვიწრო, ასევე დიდი ზომის ფეხსაცმელი ხელს უწყობს ტერფების კანის გასქელებას. სხეულის ჭარბი წონისა და მაღალი ტანის დროს მრავალჯერ იზრდება დატვირთვა ტერფებზე. ხერხემლის ამორტიზაციის დარღვევისას - ჰიპერკერატოზი ხშირად გვხვდება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ თანდაყოლილი ტერფმრუდობა, ბრტყელტერფიანობა და შეძენილი (ოპერაციის შემდგომი, პოსტტრავმული) ტერფის პათოლოგია.
ჰიპერკერატოზის ენდოგენურ მიზეზებს მიეკუთვნება სხვადასხვა სისტემური, ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები. უფრო ხშირად ასეთი დაავადებებია შაქრიანი დიაბეტი; იშვიათ მიზეზებს შორის არის კერატინის წარმოქმნის მემკვიდრული დარღვევა, კანის იქტიოზი, კერატოდერმია, ფსორიაზი და სხვა დაავადებები, რომელსაც ახლავს ეპიდერმისის მდგომარეობის ცვლილება.
ვულგარული ფერიმჭამელის დროს მემკვიდრეობითი ან А და С ვიტამინის ნაკლებობისას ჰიპერკერატოზი აღინიშნება ზურგის, მკერდის და სახის არეში. სოკოვანი დაავადებისას ადგილი აქვს ფრჩხილის ფირფიტის გარქოვანებას.
ჰიპერკერატოზი შეიძლება განვითარდეს საშოს ყელის მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის გარქოვანებისას (ლეიკოპლაკია). მისი მკურნალობა ხდება მისი მოშორებით და შემდგომი გაპრიალებით, აღნიშნული უბნის წინასწარი დარბილებით წყლით ან ქიმიური დამარბილებლებით (ქაფი, გელი).
აღნიშნულის პროფილაქტიკის მიზნით ჰიგიენასთან ერთად რეკომენდებულია დამარბილებლების და სკრაბების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად ეფექტურად აახლებენ, აქერცლავენ და კვებავენ კანს. ფოლიკულარული ჰიპერკერატოზის დროს გამოიყენება ადგილობრივად სტეროიდები, მცირე კურსებით ანთების მოსახსნელად და ფოლიკულარული ჰიპერკერატოზის სიწითლის მოსახსნელად. ერთერთი მარტივი მეთოდი ჰიპერკერატოზის სამკურნალოდ არის ალოე. ალოეს წვენს აქვს დერმატოგენური გამაჯანსაღებელი მოქმედება, დადებითად მოქმედებს კანის პრობლემურ უბნებზე. ლეიკოპლაკიას მკურნალობენ ლაზეროკოაგულაციით.
ზოგირთი პათოლოგისას, როცა ირღვევა მომწიფება გარქოვანებული ეპითელის, ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
კომენტარები
16 ნოემბერი 2014 19:18
ხელის თითების ბოლოებზე მაქვს გასქელებული კანი მტკივა ნახეთქებიც გამიჩნდა ვიყავი დერმატოლოგთან გამოწერა ცინკის პასტა ტრენტალი კლარიტინი სჰემდეგ ვსინჯე ფლუცინარი ლორინდენ ც ბევრი სხვადასხვა მაზები მაგრამ უშედეგოდ ჩიყვი არ მაქვს არც დიაბეტი იქნებ ტქვენ მირჩიოტ ვის მივმართო
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად