ხელზე ერთი მეჭეჭი მაქვს და მოშორება მინდა.მაინტრეს... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

14-03-2012

-ხელზე ერთი მეჭეჭი მაქვს და მოშორება მინდა.მაინტრესებს რომელი მეთოდითაა უკეთესი და უსაფრთხო და გამოკვლევა თუ ჭირდება თუ პირდაპირ მომაშორებენ.რომელი მეთოდია უფრო უსაპრთხო?

პასუხი
-მეჭეჭების მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს - არასწორი მკურნალობის შედეგად მეჭეჭი შესაძლოა ავთვისებიან წარმონაქმნად იქცეს. მეჭეჭის მკურნალობისას მნიშვნელოვანია, ორგანიზმს უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ, ვიდრე თავად მეჭეჭი აყენებს. ამჟამად მეჭეჭის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. მათ წარმონაქმნის ადგილმდებარეობისა და სახეობის მიხედვით ირჩევენ. მკურნალობა შესაძლებელია:
*მედიკამენტური მეთოდით (ანტივირუსული პრეპარატები);
*მექანიკური გზით;
*ქიმიური გზით (მოწვა);
*დიათერმოკოაგულაციით (მოყინვა);
*კრიოთერაპიით (მეჭეჭების უმტკივნეულო მოწვა თხევადი აზოტით);
*ქირურგიული მეთოდით (მოკვეთა ჩვეულებრივ, ადგილობრივი ანესთეზიით, ან *ლაზერული სკალპელით. შემდეგ ადებენ დამწოლ ნახვევს);
*ელექტროკოაგულაციით (მაღალი სიხშირის დენით, რომელიც ქსოვილების ტემპერატურას ზრდის, რის შედეგადაც ირღვევა მეჭეჭის მთლიანობა და ვირუსი იღუპება; იმუნოთერაპიით (დაავადების გამწვავებას უშუალო კავშირი აქვს იმუნური სისტემის მდგომარეობასთან).
მკურნალობის ზოგიერთ მეთოდს აქვს გართულებებიც. მაგალითად, მეჭეჭის ლაზერით მოშორებისას კანზე ზოგჯერ ნაწიბურები რჩება. ნაწიბურები შესაძლოა გაჩნდეს ზოგიერთი მოძველებული აპარატის გამოყენების დროსაც.
მკურნალობის შედარებით დამზოგველ მეთოდებად მიიჩნევა კრიოთერაპია და ელექტროკოაგულაცია. არამც და არამც არ შეიძლება მეჭეჭის დამოუკიდებლად მოშორება სახიდან, მათ შორის - ტუჩებიდან და ქუთუთოებიდან - შესაძლოა, მათ ადგილას ნაწიბურები დარჩეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად