, ვარ 158, 50 კილო მინდა ხუთი კილოს დაკლება , ძირი... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

11-03-2012

-გამარჯობა, ვარ 158, 50 კილო მინდა ხუთი კილოს დაკლება , ძირითადად ვიღებ წიწიბურას და ბრინჯს ამასთან ერთად ხანდახან საკვებში შემაქვს რაიმე დაბალკალორიული პეჩენია ან სხვა რამე ტკბილი რადგან ტკბილის გარეშე ვერ ვძლებ ხოლმე..და გრეიფუტს ვჭამ ხომე ჭამის შემდეგ და მაინტერესებს შეიძლება გრეიფუტი მივიღოთ ყოველდღე? ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო ყოველდღე მიღება?

პასუხი
-არსებობს სხეულის მასის ინდექსის გამოსათვლელი სპეციალური ფორმულა წონა/სიმაღლე2 (კგ/სმ2), რომლის საშუალებითაც დგინდება აქვს თუ არა ადამიანს ნორმალური წონა. 18.5 ან ნაკლები კოეფიციენტი მიუთითებს სიგამხდრეზე; 18.5 - 24.9 კოეფიციენტის შემთხვევაში სხეულის წონა ნორმალურია; კოეფიციენტი 25.0 - 29.9 სიმსუქნეზე მეტყველებს; ხოლო 30.0 - ან მეტის შემთხვევაში ადამიანი ძალიან მსუქანია. ამ ფორმულის მიხედვით თქვენი მასის ინდექსი შეადგენს 20 ე.ი ნორმალურია, 5 კგ-ით დაკლების შემთხვევაშიც თქვენ წონის დეფიციტი გექნებათ.
არ გირჩევთ მკაცრ დიეტებს - ჯამნრთელობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბალანსირებული და რაციონალური კვება. უბრალოდ შეზღუდეთ ტკბილეულის, ზედმეტი ცხოველური ცხიმისა და ცომეულის მიღება, მოერიდეთ ჭამას ღამის საათებში და ბევრი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ დილაობით, იარეთ ცურვაზე – ეს ყოველივე სასურველ შედეგს მოგიტანთ.
გრეიფრუტი ცხიმებს არ წვავს! გრეიფრუტი ეხმარება ორგანიზმს ფიზიოლოგიური პროცესების ”უკეთ” წარმართვაში, ანუ დადებითად მოქმედებს მეტაბოლიზმზე, მაგრამ ის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და არა ძირითადი გზა წონის კლებისათვის. წონის კლებისათვის უნდა შეამციროთ კალორაჟის რაოდენობა, ხოლო გრეიფრუტი კი მიირთვათ ხილის ნაცვლად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად