ჩემს მეუღლეს შევამჩნიე უკვე რამდენი ხანია რომ მეხს... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

10-03-2012

-ჩემს მეუღლეს შევამჩნიე უკვე რამდენი ხანია რომ მეხსიერება ღალატობს ანუ რაღაცას რომ ვეტყვი ცოტახანში არ ახსოვს ან თავად რომ იტყვის იმ სიტუაციას კარგად ვერ იხსენებს, უკვე თითქმის ხუთი წელია დატვირთული სამსახური აქვს ანუ მორიგეობა უწევს და ღამე ძილის ტეხვა სამ დღეში ერთხელ და უძილობის შედეგი ხომ არ არის ეგ ყველაფერი? ძალიან ვნერვიულობ იმიტომ რომ რაც არ უნდა ვუთხრა ცოტა ხანში არ ემახსოვრება და მეტყვის როდის თქვიო თან თავისუფალ დროს უმეტესად ზის კომპიუტერთან და თამაშობს თამაშებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს პრობლემა და რითი დავეხმარო რომ ასე აღარ დაემართოს? ექიმთან არ მომყვება იძახის უძილობა მიშვებაო ან რომელ ექიმს მივმართოთ, გმადლობთ წინასწარ. მე ვარ 23 წლის, ჩემი მეუღლე კი 26-ის

პასუხი
-მეხსიერების გასაუმჯობესებლად საჭიროა:
• მოიწესრიგეთ ძილი - ძილის დროს თავის ტვინში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის ბევრი მეხსიერების "მუშაობასაც" ემსახურება. ნორმალური ძილის გარეშე მეხსიერება ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ვერ "რეალიზდება და იმუშავებს" სრულფასოვნად.
• ნუ დაგავიწყდებათ თავის ტვინის ფუნქციობისთვის დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ. ტვინის უჯრედები ყველაზე ინტენსიურად სწორედ დღე-ღამის ბნელ პერიოდში, ანუ ღამით აღდგება.
• მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.
საყურადღებოა ისიც, რომ კუნთების აქტიური მუშაობის დროს გამოიყოფა განსაზღვრული სახის ჰორმონები, რომლებიც აუცილებელია მეხსირების შენარჩუნება-განმტკიცებისთვის. თუ რეგულარულად ვერ ვარჯიშობთ, უარი თქვით ლიფტზე, ზოგჯერ - ტრანსპორტზეც, ერთი-ორი გაჩერება მაინც გაიარეთ ფეხით. ყოველდღიურად ფეხით სიარული აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უშლის მრავალი დაავადების განვითარებას. მაგალითად, ინსულტის ალბათობა 50%-ით მცირდება. ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და, საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.
მიმართეთ ნევროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად