გთხოვთ მიპასუხოთ ტრიხომონია რისგან ჩნდება ანთების ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
10-03-2012

-გთხოვთ მიპასუხოთ ტრიხომონია რისგან ჩნდება ანთების და გაციებისგან თუ პარტნიორისგან გადადის კონტაქტის დროს.მადლობთ.

პასუხი
-ტრიქომონიაზი ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვენერიული დაავადებაა, ძირითადად გადადის სქესობრივი გზით. თუმცა შეუძლია იცოცხლოს არა მარტო ორგანიზმში, არამედ მის გარეთაც. ამიტომაც მართალია უპირატესად სქესობრივი გზით ვრცელდება, მაგრამ სხვა ადამიანებზე შეიძლება გადავიდეს დაავადებულის პირადი ნივთების გამოყენებითაც. (შესაძლებელია კონტაქტური და საყოფაცხოვრებო გზით გადაცემაც : ტენიანი პირსახოცებით, ტანსაცმლით, უნიტაზის ზედაპირით.).
მისი გამომწვევი არის საშოს ტრიქომონა - ერთუჯრედიანი პარაზიტი. ქალებში ტრიქომონა ძირითადად მოქმედებს საშოს ქსოვილზე, მამაკაცებში - შარდსაწვეთ მილზე და პროსტატაზე. ტრიქომონიაზის სიმპტომებია: ქალებში გამონადენი საშოდან, საშოს ქავილი, წვა, ტკივილი მოშარდვისას, მამაკაცებში - გამონადენი შარდსაწვეთი მილიდან, ტკივილი და წვა მოშარდვისას, პროსტატის დაზიანების შემთხვევაში პროსტატიტის სიმპტომები. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები და განსაკუთრებით მამაკაცებში, როცა ტრიქომონიაზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს სპერმის ხარისხის დაქვეითება, ქალებში - შეხორცებები საშვილოსნოს მილში, მცირე მენჯის ღრუში, რაც შედეგად შესაძლოა გახდეს უშვილობის მიზეზი. ტრიქომონას მკურნალობისას გამოიყენება ანტიტრიქომონადული პრეპარატები და მისგან განკურნება არ წარმოადგებს დიდ სირთულეს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად