ცილებთან და მის შემცველ პროდუქტთან დაკავშირებით მ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

09-03-2012


- ცილებთან და მის შემცველ პროდუქტთან დაკავშირებით მაინტერესებს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის აზრი: 1. თუ არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც განისაზღვრება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მქონე ცილების რაოდენობა კვების ყოველდღიურ რაციონში. 2. ცხოველური წარმოშობის მქონე ცილის შემცველი პროდუქტები ნატურალური სახით საკმაოდ ძვირი ღირს, მაგალითად ნატურალური რძე და ხაჭო. შესაძლებელია თუ არა მათი ჩანაცვლება რძის ფხვნილით მომზადებული რძითა და ხაჭოთი? რა უპირატესობა ან ნაკლი აქვს თითოეულ მათგანს? 3. ასევე მაინტერესებს სოიოს შესახებ, ამ მცენარის შესახებ მედიცინის წარმომადგენლების აზრი ორადაა გაყოფილი, აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ჩვენებები. თუ არის რაიმე შეზღუდვა მისი მიღებისას? რა რაოდენობით, ინტენსივობით და ფორმით უნდა მიიღოს ადამიანმა რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო არ იყოს. შესაძლებელია თუ არა სოიოს ფქვილი შევურიო მაგალითად შვრიის ფაფასთან ერთად და ყოველდღიურად ამ ფორმით მივიღო? მაგალითად 100 გრ ჰერკულესი + 50 გრამი სოიოს ფქვილი. წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის.

პასუხი
1.    თანამედოვე რეკომენდაციების თანახმად ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მიიღოს ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი 2-3 ერთეული  დღეში; ხოლო რძის პროდუქტები: რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი ასევე 2-3 ერთეული  დღეში. მაღალი ცხიმიანობის მქონე ხორცი და ხორცის პროდუქტების ჩანაცვლება უნდა მოხდეს პარკოსნებით, თევზით, ფრინველის ხორცით ან უცხიმო ხორცით.
ერთი ერთეული არის  85-90გრ. ხორცი ან ქათმის ბარკლის ან მკერდის ½ ნაწილი ან ¾ დესერტის თეფში დაჭრილი თევზი ან ½ -1 დესერტის თეფში პარკოსნები ან  ½ კვერცხი ან 2 სუფრის კოვზი თხილი ან ნიგოზი. რძის პროდუქტებიდან ერთი ერთეულია 1 ჭიქა (250მლ.) მოხდილი რძე, რძე ან იოგურტი 1%-იანი ცხიმიანობით ან  1 ნაჭერი ყველი (30გ.) 20%-იანი ცხიმიანობით. საერთოთ მცენარეული და ცხოველური ცილის თანაფარდობა არის 1:3 – 1: 2,5

2.    შეიძლება ნატურალური პროდუქტის ჩანაცვლება ფხვნილით დამზადებულით, რძის ფხვნილი იგივეა, რაც ნატურალური რძე, ოღონდ შრობის შედეგად მას გამოცლილი აქვს წყალი. რძეს სპეციალური ტექნოლოგიით აღადგენენ. ნატურალური რძის მისაღებად უნდა აიღოთ 125 გრამი რძის ფხვნილი და გააზავოთ ლიტრამდე წყლით. თუ ავიღებთ, მაგალითად, 90 გრამ ფხვნილს, ისიც ნატურალურის იდენტური იქნება, ოღონდ დაახლოებით ისეთივე, როგორიც არის მოხდილი ანუ ცხიმგაცლილი რძე. ასეთი რძე ნაკლებად საშიშია ქოლესტერინის მატების თვალსაზრისით, შეიცავს ნაკლებ კალორიებს.

3.    სოიო ერთადერთი მცენარეა, რომელიც შეიცავს სრულფასოვან მცენარეულ ცილებს. ის მდიდარია ასევე ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებით, უჯრედისით. სოიოს პროდუქტები რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, ყაბზობის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისას. სოიო მდიდარია ანტიკარცენოგენებით - სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებებით. რასკვირველია, გამოვლენილია გარკვეული არასასურველი ეფექტებიც - ალერგიული რეაქცია, მუცლის შებერვა, გულისრევა, შეკრულობა, იშვიათად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ცვლილება, შაკიკის შეტევა, არ არის სოიოს პროდუქტები რეკომენდებული ესტროგენებისადმი მგრძნობაირე სიმსივნეების (სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის, საშვილოსნოს) დროს. ამ საკითხების კვლევა რასაკვირველია გრძელდება
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად