გწერთ რუსეთიდან (ქალაქი ნალჩიკი). აქ ძალიან არაკო... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-03-2012

- გწერთ რუსეთიდან (ქალაქი ნალჩიკი). აქ ძალიან არაკომპეტენტური ექიმები არიან, ამიტომ გწერთ თქვენ. რამდენიმე წელია შემაწუხა თირკმელების ტკივილმა, პარალელურად მტკიოდა ნეკნებიც. აქაურმა ექიმმა მითხრა, რომ თირკმელებში მაქვს კენჭები და ტკივილი ამით არის გამოწვეული. ექიმმა დამინიშნა პოლინი და ცისტონი, ასევე ნალიცინი, თუმცა შედეგი არ მაქვს და დამიმძიმდა მდგომარეობა. ტკივილი ისევ მაწუხებს და დამისივდა ფეხები (კოჭებში). ვარ 40 წლის და მყავს ერთი შვილი 16 წლის. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ დამეწყო წელის და ღვიძლის ტკივილი. ვერ ვხვდები, რით არის გამოწვეული (შეიძლება გაციებითაც) და ვერც ექიმები ხვდებიან. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. აქ ექიმთან აღარ მინდა მისვლა, მაინც არაფერი შეიცვლება, იქნებ რამე მირჩიოთ, სანამ ჩამოვალ როგორ მოვიქცე. არ ვიცი რამდენად სწორად ავარჩიე კატეგორია და თუ არასწორია, გთხოვთ შესაბამმის კატეგორიაში გადაამისამართოთ. წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი
- სამწუხაროდ ასეთ შემთხვევაში ექიმის გარეშე დახმარება შეუძლებელია. ღვიძლს ტკივილი არ ახასიათებს, თირკმლის კენჭმა კი ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს თქვენს მიერ აღწერილი ჩივილები. აუცილებელია სარდის ანალიზი, რათა დადგინდეს შეშუპების მიზეზი. არ არის გამორიცხული ჩივილების მიზეზი ხერხემლის პრობლემები და ვენების პათოლოგია იყოს
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად