ვარ 21 წლის და მაქვს ცხიმიანი თმა,ამავდროულად მტვრ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

06-03-2012

-გამარჯობათ,ვარ 21 წლის და მაქვს ცხიმიანი თმა,ამავდროულად მტვრევადი და ბოლოები პიფუჭდება.ვიჭრი მაგრამ მაინც არ მეშველა.ცხიმიანობის გამო ბალზამს ვერ ვხმარობ.თან მინდა რო სწრაპად გამეზარდოს.მირჩიეთ რა შეიძლება გამოვიყენო ჩემი თმისთვის სახლის პირობებში,წინასწარ მადლობთ.

პასუხი
-უნდა გითხრათ, რომ თმების ზედმეტად გაცხიმიანება გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა.
ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა. დღეს გაყიდვაში არის სხვადასხვა ფირმის, სხვადასხვა ფასის, სხვადასხვა ტიპის თმის მოვლის საშუალებები. თქვენ უნდა შეიძინოთ შამპუნი, რომელსაც ეტიკეტზე ეწერება "განკუთვნილია ცხიმიანი თმისთვის".
თუ თქვენ თავს ყოველთვის ამ ტიპის შამპუნით დაიბანთ, ცხიმიანი თმების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ.
გარდა ამისა, რამოდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ ცხიმიანი თმების მოსავლელად:
>ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
> 2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
>დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
>დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.
>კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგნ იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
>1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად.
>3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.
- თმების ზრდა გამუდმებით მიმდინარეობს, ერთი თვის განმავლობაში თმა საშუალოდ 1-1,5 სმ-ით იზრდება. ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე (ამ სისტემების დაავადებები აუარესებს თმის მდგომარეობას, თმა ცუდად იზრდება, ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო ან პირიქით, ცხიმიანი და ძლიერდება თმის ცვენა), თმის დაყოფილი ბოლოები, ჰიპოვიტამინოზი, (თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა;
ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა), გენეტიკურ ფაქტორზე, ტრიქოლოგიურ პრობლემაზე (სებორეა, ფსორიაზი და სხვა); თუ თმის ზრდის შეჩერება მოხდა რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზით სახლის პირობებში თმის მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ, ამ შემთხვევაში საჭირფოა ტრიქოლოგთან მკურნალობა. სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება.
ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.
ასევე, თმის ზრდის დასაჩქარებლად კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად