მყავს წლის და ორი თვის გოგონა,ბანანის ჭამის შემდეგ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
04-03-2012

-გამარჯობათ,მყავს წლის და ორი თვის გოგონა,ბანანის ჭამის შემდეგ აეშალა კუჭი,სხვა ისეთი არაფერი არ უჭამნია,მაინტერესებს შეიძლებაა ბანანს გამოეწვია კუჭაშლილობა?

პასუხი
-ბანანი შეიცავს:
* ნახშირწყლებს: სახამებელს, მონოსაქარიდებს, უჯრედისს;
* თავისუფალ მჟავებს (ვაშლის მჟავას);
* ვიტამინებს: C, A, B ჯგუფის (B1 და B2);
* მინერალურ მარილებს: კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას და სხვა;
* ეთერზეთებს, რომლებიც ნაყოფს სასიამოვნო სუნსა და არომატს აძლევენ.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ბანანი შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ძალიან სჭირდება ორგანიზმს სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვის (ფაღარათის, პირღებინების) შემდეგ. ნაწლავთა გახშირებული მოქმედების დროს ბანანი მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია.
შეარჩიეთ საღი, ერთგვაროვანი, გლუვზედაპირიანი ყვითელი ნაყოფი, თქვენ თვითონ გაფცქვენით, შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, რომ რბილობი არ დაბინძურდეს და ისე მიეცით პატარას. 
ინფორმაციისთვის! ნუ შეიძენთ ბანანს ყავისფერლაქებიანი, დაწინწკლული ქერქით. მისი რბილობი რბილი, ფაფისებური და წყლიანია. სხვაგვარი აქვს ფერი და გემოც. ამ გადამწიფებული რბილობის ქიმიური შედგენილობა სხვაგვარია, ვიდრე ყვითელი, პრიალა, გლუვზედაპირიანი ბანანისა - მასში დაშლილი და სახეცვლილია თითქმის ყველა ღირებული ნივთიერება, ბიოქიმიურ გარდაქმნათა შედეგად დარღვეულია პროპორციული და პროცენტული თანაფარდობა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტებისა, რომლებიც ბანანის კვებით ღირებულებას განაპირობებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად