!მაინტერესებს ანამნეზური მონაცემებით ორსულობა შეეს... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

04-03-2012

-გამარჯობათ!მაინტერესებს ანამნეზური მონაცემებით ორსულობა შეესაბამება 34კვირას ფეტომეტრიით 32.5 კვირის საშუალო მაჩვენებლის ზომისაა.რას ნიშნავს თუ შეგიძლიათ ამიხსნათ.მადლობა.

პასუხი
-ორსულობის ვადის განსაზღვრა ბოლო მენსტრუაციის თარიღის მიხედვით დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად ახსოვს ქალს თარიღი, ასევე დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობასა და რეგულარობაზე. გესტაციური ვადის განსაზღვრა ბოლო მენსტრუაციის მიხედვით არ არის ზუსტი 11-42%-ში. ულტრაბგერითი კვლევისას ორსულობის ვადის განსაზღვრისათვის იყენებენ ე.წ. ორსულობის ემბრიოლოგიურ ვადას, დროს რომელიც ათვლილია სასქესო უჯრედების შესაძლო შერწყმის დროიდან.
მაშინ, როდესაც დიდ მეანობაში მიღებულია ორსულობის ვადის ათვლა უკანაკნელი მენსტრუაციის პირველი დღიდან, რაც ზოგჯერ წარმოშობს გაუგებრობას. ემბრიოლოგიური გესტაციური ასაკის სამეანო ვადასთან "შეთანხმებისთვის" საკმარისია პირველს მიუმატოთ 2-2,5 კვირა. ულტრაბგერითი კვლევა ორსულობის ვადის დადგენის მიზნით უნდა ჩატარდეს ორსულობის ადრეულ ვადაზე (ბოლო მენსტრუაციის თარიღის განსაზღვრის მაგივრად). ეს უზრუნველყოფს ორსულობის ვადის ზუსტ განსაზღვრას და ამცირებს მშობიარობის ვადების გახანგრძლივების აუცილებლობას 41 კვირის ზევით. ულტრაბგერითი კვლევით გესტაციური ვადის დადგენისას არსებობს შეცდომის ალბათობა მეორე და მესამე ტრიმესტრებში, თუმცა შეცდომების ალბათობა ნაკლებია, ბოლო მენსტრუაციის მიხედვით ორსულობის ვადის განსაზღვრასთან შედარებით. ულტრაბგერითი გამოკვლევისას 10-13 კვირაზე გესტაციური ვადის განსაზღვრა ხდება თხემ-კუდუსუნის ზომის მიხედვით. ულტრაბგერით ვადის განსაზღვრა რუტინულად უნდა ჩატარდეს 24 კვირამდე.
თუ ულტრაბგერითი კვლევითა და ბოლო მენსტრუაციით განსაზღვრული ორსულობის ვადები არ ემთხვევა, უპირატესობა ენიჭება ულტრაბგერით კვლევის მაჩვენებლებს. იმისათვის, რომ მარტივად გამოთვალოთ მშობიარობის სავარაუდო ვადა შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფორმულით: უკანასკნელი მენსტრუაციის პირველ დღეს გამოაკელით 3 თვე და მიუმატეთ 7 დღე. მშობიარობა ნორმალურად ითვლება ორსულობის 38-40 კვირაზე. უნდა გაითვალისწნოთ ზემოთთქმული ცდომილებებიც.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად