გთხოვთ რა მითხარით როგორ დავეხმაროთ ცერებრული დამბ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

04-03-2012

-გთხოვთ რა მითხარით როგორ დავეხმაროთ ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვებს? ეს არის მათთან უბრალოდ თამაში და კონტაქტი თუ ასე შემდეგ.

პასუხი
-ბავშვის თერაპიის და სწავლების სტრატეგიის დაგეგმვა ხდება იმის გათვალისწინებით თუ როგორია ბავშვის მოძრაობის შესაძლებლობები, ანუ იმაზე, თუ როგორია მისი მოტორული ფუნქციების დარღვევის ხარისხი. ექიმი და ფიზიკური თერაპევტი გასწავლიან მთელ რიგ მანიპულაციებს ბავშვის ჭმევის, ძილის პროცესის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე იმ პოზებს, რომელშიც ჯობს ბავშვის დაჭერა;
რაც შეეხება ურთიერთობებს, აუცილებელია ბავშვთან რეგულარული თამაში. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებს არა აქვთ ინიციატივა, ამიტომ თქვენ უნდა იყოთ აქტიური. ჩვილობის ასაკში თქვენ უნდა ჩაუდოთ ბავშვს ხელში სათამაშო, მოასინჯინოთ (ხელით, პირით), დაუსახელოთ. სკოლამდელ ასაკში ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა კუბიკებით, მოზაიკით, ლოტოთი, კონტრუქტორებით თამაში.
ყოველნაირად ეცადეთ ბავშვის შეგრძნებების, განსაკუთრებით კუნთ-მყესოვანი და მოძრაობის შეგრძნებების, შეხების შეგრძნებების სტიმულირებას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბუნებრივი საშუალებები. ბავშვისათვის კარგია წყლით თამაში, ქვიშაში გართობა, კენჭებით და გირჩებით თამაში, კენჭებზე და უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული, ბალახში გორაობა და ცოცვა.
შეძლებისდაგვარად ეცადეთ ბავშვი ხშირად გაიყვნოთ ბუნების წიაღში. ეს ბევრად შეუწყობს ხელს მის სენსომოტორულ, და შესაბამისად, გონებრივ განვითარებას.
იმ ბავშვებისათვის, რომელთაც გონებრივი განვითარების ან სწავლის პრობლემები აქვთ, აუცილებელია მათი ფსიქიკური განვითარების ფსიქოლოგიური შეფასება, სპეციალური პროგრამები და სპეციალური განათლება, მათი პოტენციური უნარების განვითარების მიზნით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად