მყავს 5 წლის გოგონა,2 თვის წინ დაუდგინდა მონონოკლე... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
04-03-2012

-მყავს 5 წლის გოგონა,2 თვის წინ დაუდგინდა მონონოკლეოზი,მკურნალობა ჩაუტარდა ინფექციურ საავადმყოფოსი.ჩივილები ქონდა ყბის ქვეშა ჯირკვლის გადიდება ,სიცხეები და ღვიძლის უმნიშვნელო გადიდება,2 თვის შემდეგ ექოსკოპიამ გვიჩვენა რომ ბავშვს მუცელში ლიმფური ჯირკვლები აქვს.ექიმმა დაგვინიშნა ვიტამინების და კალცის კრებული.გთხოვთ მირჩიოთ რამდენად ეფექტურია ასეთი მკურნალობა.ან ეს დაავადება რამდენად საშიშია და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ მას....წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-ინფექციური მონონუკლეოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) იწვევს. მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, პერიფერიული (განსაკუთრებით კისრის) ლიმფური ჯირკვლების გადიდებით, პირ-ხახის დაზიანებით (ექსუდაციური ტონზილოფარინგიტით), ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების გაჩენით.
ინფექცია ვრცელდება ნერწყვით, ასევე - დაბინძურებული საკვებისა და წყლის, სათამაშოების, სხვა ნივთების საშუალებით. ვირუსი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის დროს გადაეცემა. ამით აიხსნება მისი დაბალი კონტაგიოზურობა და უმეტესად სპორადული შემთხვევები, თუმცა მოსალოდნელია ეპიდაფეთქებებიც კოლექტივებსა და ოჯახებში. ვირუსი გამოიყოფა ნერწყვით და ცხვირიდან ჩამონადენით როგორც პროდრომულ და მწვავე პერიოდებში, ასევე გამოჯანმრთელების დაწყებიდან 6 თვის მანძილზე და უფრო მეტხანსაც. მონონუკლეოზის გადატანის შემდეგ ორგანიზმი იძენს მყარ იმუნიტეტს, განმეორებითი დაავადება იშვიათია.
• მწვავე ინფექციური მონონუკლეოზის გადატანის შემდეგ იმუნოკომპეტენტური პირები სრულად გამოჯანმრთელდებიან რამდენიმე თვის განმავლობაში, ნარჩენი მოვლენებისა და გართულებების გარეშე.
• ჰემატოლოგიური ცვლილებებისა და ღვიძლისმიერი გართულებების უკუგანვითარება ხდება 2-3 თვეში.
• გართულებების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვთა ასაკში ნევროლოგიური სინდრომი მოკლე დროში განიცდის უკუგანვითარებას, მოზრდილებში კი – შედარებით ხანგრძლივად რჩება.
მიენდეთ ექიმის რჩევებს.
კომენტარები
09 ნოემბერი 2019 01:03
მოგესალმებით.ჩემს 8 წლის გოგონას აღმოაჩნდა მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმა.გადიდებული აქვსკისრის ლიმფური ჯირკვლები ,ღვიძლი და ელენთა.მთელი დღის განმავლობაში სიცხე არა აქვს და საღამოსკენ უწევს 37-მდე.შესაძლოა თუ არა,რომ ეს დაავადება გამოწვეული იყოს ცხოველთან კონტაქტის შედეგად?სახლში გვყავს ძაღლი.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად