მოგესალმებით! მაინტერესებს თვალის უპეების სიშავე რ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

02-03-2012

-მოგესალმებით! მაინტერესებს თვალის უპეების სიშავე რითი მოვიშორო? აგრეთვე ამ ბოლო დროს სახეზე გამიჩნდა ჭორფლისმაგვარი ლაქები რას მირჩევთ მათ მოსაშორებლად. უღრმესი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლების არსებობა მემკვიდრული ხასიათისაც შეიძლება იყოს და რომელიმე პათოლოგიური პროცესის მანიშნებელიც. თვალების ჩაშავების მიზეზი თვალის ირგვლივ მდებარე კანის სისხლძარღვთა, კერძოდ, წვრილი ვენების გაფართოება და მათი გამჭვირვალობის მომატებაა. ლურჯი რგოლების გაჩენის ზოგადი მიზეზებია: გამოუძინებლობა და გადაღლა; კომპიუტერთან დიდხანს მუშაობა; სტრესი; დეპრესია; თვალების მუდმივი სრესა - ამ ერთი შეხედვით უვნებელ ჩვევას ადვილად შეუძლია თვალების ჩაშავება გამოიწვიოს. ხელები ყოველთვის სუფთა არ არის, სრესა კი ნაზ ლორწოვან გარსსა და მის სისხლძარღვებს აღიზიანებს; კანის დაბერება (ეს თქვენ არ გეხებათ) - თვალების ირგვლივ არსებული ნაზი კანი სხეულის სხვა უბნებთან შედარებით ადრე კარგავს ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს; გაუწყლოება; ნიკოტინი - ის ავიწროებს სისხლძარღვებს, ქსოვილები ჟანგბადოვან შიმშილს განიცდიან და თვალების ირგვლივ ლურჯი რგოლები ჩნდება.
თვალების ირგვლივ სიშავესთან ბრძოლისთვის პირველ რიგში აუცილებელია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი, დაბალანსებული კვება, წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება, სტრესული სიტუაციების თავის არიდება, კვების რაციონში მარილის შეზღუდვა.
არსებობს სპეციალური კრემები (მოიკითხეთ აფთიაქში ან პარფიუმერიის მაღაზიებში, ან კოსმეტიკურ სალონებში). გარდა ამისა, დილაობით სახე ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ, უკეთესია თუ კუბიკები მცენარეული ნაყენისგან იქნება დამზადებული;
ქუჩაში, მზეზე გასვლისას ყოველთვის გაიკეთეთ მზის სათვალე;
სვით ტომატის წვენი, გამოიყენეთ პიტნა, ლიმონის წვენი, ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც უხვად შეიცავენ E ვიტამინს; თუ მოიხმართ, შეამცირეთ სპირტიანი სასმელების და ნიკოტინის გამოყენება, შეზღუდეთ ყავა, და ცხიმიანი ხორცი; გაიკეთეთ მასაჟი თვალების ირგვლივ, ნუშის ზეთის გამოყენებით, 3 კვირის განმავლობაში.
გარდა ამისა:
წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები ფრთხილად დაილაგეთ თვალების ქვემოთ, ზემოდან დაიფინეთ სველი ბამბის ტამპონი, გაიჩერეთ 10 - 15 წუთი. ან 1ს/კ ტომატის წვენი, 1ჩ/კ ლიმნის წვენი და პურის ფქვილი ერთმანეთში აურიეთ, ისე რომ მიიღოთ ერთგვაროვანი თხელი მასა, წაისვით თვალების ქვემოთ, გაიჩერეთ 10 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით; ან- 1 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე, დაიდეთ თვალების ქვემოთ და გაიჩერეთ 20 წუთი.
თუ სილურჯე არც მემკვიდრეობითია და არც დასვენების შემდეგ ქრება, ის შესაძლოა უფრო სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში უნდა ესტუმრეთ ექიმს, რათა დაადგინოთ, ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილება რომელიმე შინაგანი ორგანოს დაავადებას:
-ზოგჯერ სილურჯე ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგვანიშნებს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბად ორგანოთა სისტემის არასრულფასოვანი მუშაობით არის გამოწვეული.
-ლურჯი რგოლები შესაძლოა თირკმელთა მუშაობის დარღვევის მაუწყებელიც იყოს. როცა ორგანიზმში სითხის ცვლა დარღვეულია, ჭარბი სითხე უჩვეულო ადგილებზე იდებს ბინას. ასეთ დროს სიშავეს აუცილებლად ერთვის შეშუპება და ტომრები ქუთუთოებზე.
-ზოგჯერ ლურჯი რგოლები ფარისებრი ჯირკვლის დაავადების პირველი ნიშანია. პიგმენტური ლაქების გაჩენას იწვევს კანის პიგმენტაციის დარღვევა. ეს უკანასკნელი 2 სახისაა: 1) კანი ალაგ-ალაგ შედარებით მკრთალი (ვიტილიგი) ხდება და 2) კანი ალაგ-ალაგ შედარებით მუქი ხდება. ეს შეიძლება ჭორფლი ოყოს ან კიდევ, თუ კანს გამუქებული ნაწილები დიდდება_ პიგმენტური ლაქები.
პიგმენმტური ლაქები უმეტესად ქალებს უჩნდებათ. ეს დაკავშირებულია ქალის ფიზიოლოგიის თავისებურებებთან. ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს: მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავების სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება. არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით კანის განსაზღვრულ უბნებში გროვდება დიდი რაოდენობით პიგმენტი- მელანინი და კანი მუქ ელფერს იძენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამკვლევების ჩატარება, რადგან შეიძლება, ამ კოსმეტიკური ნაკლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით მდებარეობდეს. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში პიგმენტური ლაქები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან და ისინი მხოლოდ ვიზუალური ნაკლის რანგში განიხილება. ამ საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრან ისინი ვის ნათესავებსაც აქვთ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები.
უნდა აღინიშნოს, რომ გადამეტებული პიგმენტაცია ჩვეულებრივ მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უმეტესად ეს გაზაფხულობით ხდება. ამიტომ ქალმა (მითუმეტეს თუ მიდრეკილია ასეთი ლაქების გაჩენისკენ) უნდა ატაროს ნატურალური ქსოვილსიგან დამზადებლი, მსუბუქი და დახურული ტანსაცმელი. სასურველია მზის სათვალის ტარებაც. გარეთ გასვლის წინ აუცილებელია დღის დამცავი კრემის წასმა. კრემის ეტიკეტზე წერენ SPF და უთითებენ ციფრებს 4-დან 60-მდე. გაამრავლეთ ეს ციფრი 15-ზე და მიიღებთ წუთების რაოდენობას, რომლის განმავლობაშიც კრემი იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. კვების რაციონში შეიტანეთ А, В, С ვიტამინებით მდიდარ პროდუქტები.
თუ პიგენტური ლაქები უკვე გაგიჩნდათ, მაშინ არსებობს მათგან თავს დაღწვის რამდენიმე საშუალება:
1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესა, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანს ტიპის, ფერის და პიგმენტური ლაქების მდგმარეობის გათვალისწინებით.
გაითვალისწინეთ ერთი რამ_ თავდაპირველად უნდა გამოცადოთ ეს კრემი და ნახოთ ხომ არ ხართ მასზე ალერგიული.
2. ხალხური საშუალებები_ ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოცხარის და ბევრი სხვა მცენარის საფუძველზე. მაგალითად:
> გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
>მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.
>ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
>ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წთ. შემდეგ დაიბანეთ.
>1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
>ახალ კიტრს წვრილ სახეხზე გახეხთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში.
3. დაბოლოს, პილინგი, რომელიც პიგმენტური ლაქების მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა.
კომენტარები
04 ივნისი 2015 19:32
მე თვალები ძაან ჩამიშავდა და გამომიგზავნეთ კარგი საშვალება რომ მოვირჩინო სახლის პირობებში მირჩიეთ რამე
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად