იქნებ მიპასუხოთ. დედას უსივდება ფეხები და აქვს ვე... | სინდრომი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სინდრომი

კატეგორია - სინდრომი

01-03-2012

-გამარჯობათ, იქნებ მიპასუხოთ. დედას უსივდება ფეხები და აქვს ვენები... გარე ვენები არა. არის 48 წლის. უთხრეს რომ დაელია კომშის ფოთლების ნახარში და დაეზილა ფეხები ძმრით მაგრამ უშედეგოდ. ისევ უსივდება ფეხი, მითუმეტეს მარჯვენა ტერფი. სადაც არ უნდა მივიდეს ყველა კლინიკაში ეუბნებიან რომ სიმაღლეზე დადოს ღამე ფეხი და იგივე პროცედურები ჩაიტაროს რაც ზემოთ ავღნიშნე. უხურს ფეხი სასწაულად შიგნიდან. მინდა რომ დავეხმარო, არაფრით არ მომყვება ექიმთან. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? იქნებ მიპასუხოთ და რა ზომებს მივმართო :( დამეხმარეთ გევედრებით.

პასუხი
-თავდაპირველად ჯობს კვალიფიციურ თერაპევტს მიმართოთ და თან იქონიოთ უკვე ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი, რათა დაზუსტდეს პაციენტის ჩივილის მიზეზი, რადგან ქვედა კიდურების შეშუპების მიზეზი შესაძლოა იყოს:
1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
2. ფლებიტი (ცალი კიდური);
3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
4. თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
5. ღვიძლის დაავადებები;
6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);
7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
9. პრეპარატები;
10. პერიკარდიტი;
11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
თუ დიაგნოზი ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა უნდა მიმართოთ ანგიოლოგს – სისხლძარღვთა სპეციალისტს. დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდებით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად