შეიძლება 4 თვის ბავშვის თავის დაბანა შამპუნით,აქამ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

01-03-2012

-შეიძლება 4 თვის ბავშვის თავის დაბანა შამპუნით,აქამდე რუსული პავშვის საპნით ვბანდი.აქვს წვრილ-წვრილი თეთრი და მოყვითალო ფერი მშრალი ნადები,რომელიც მხოლოდ დავარცხნის დროს ძვრება.

პასუხი
-ასეთი ნადები, რომელსაც გნეისი ქვია, პატარას დროთა განმავლობაში თავისით სცილდება, თუმცა არსებობს ამ პროცესის დაჩქარების ხერხებიც. გთავაზობთ ნაწყვეტს თინათინ ქორიძის სტატიიდან "ყვითელი ქერქი"
გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს - ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობ-ლემას შეგვიქმნის, ვიდრე თვით ქერქი. საჭიროა, შეარჩიოთ სწორი ტაქტიკა და ბავშვს ყოველდღე ჩაუტაროთ ჰიგიენური პროცედურები. სამი ნაბიჯი რბილი და სუფთა კანისკენ
• დაბანამდე ერთი საათით ადრე კანში კარგად შეაზილეთ საბავშვო ზეთი, გადადუღებული ზეთი ან თხევადი ვაზელინი. ჩამოაცვით თავზე ბამბის ქუდი და 15-20 წუთით ასე დატოვეთ, რათა ქერქები კარგად დარბილდეს. შემდეგ დავარცხნეთ და მერეღა შეუდექით დაბანას.
• თავი კარგად ჩამობანეთ წყლითა და შამპუნით. გაამშრალეთ რბილი პირსახოცით. თმა ფენით არ გაუშროთ.
• დარჩენილი ქერქი მოაცილეთ საბავშვო სავარცხლით. სპეციალური სავარცხელი, რომელსაც ბურთულებიანი ბოლოები აქვს, მასაჟორის ფუნქციას ასრულებს, ამშვიდებს პატარას და თმის ძირებსაც ასტიმულირებს. სათუთად მოაცილეთ ყიფლიბანდის მიდამოში არსებული ქერქი.
აბრეშუმის კულულები რომელი დედა არ ოცნებობს, მის პატარას აბრეშუმივით ფაფუკი კულულები ამშვენებდეს! ბავშვს რომ ჯანმრთელი და ნაზი თმა ჰქონდეს, დაიცავით შემდეგი წესები:
• მიეცით კანს სუნთქვის საშუალება, ნუ დაახურავთ შენობაში ქუდს, სარკმელი სულ ღია გქონდეთ, მაგრამ ერიდეთ ორპირს.
• ვიდრე ჩვილს თავს ღინღლი უფარავს, დაბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით, ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გარეშე. როცა თმა გაუხშირდება, შეგიძლიათ გამოიყენოთ შამპუნი ან საპონი, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.
• შეიძინეთ ჩვილებისთვის განკუთვნილი შამპუნი, იგი არ წვავს, არ აღიზიანებს კანსა და თვალებს, არ იწვევს ალერგიას.
• დაბანამდე და დაბანის შემდეგ ჩვილს თმა დავარცხნეთ სპეციალური საბავშვო სავარცხელ-მასაჟორით. ერთმანეთში ჩახლართული თმა შეაჭერით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად