მოგესალმებით, გთხოვთ განმარტოთ რომელი სპრეი არის ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

01-03-2012

-მოგესალმებით, გთხოვთ განმარტოთ რომელი სპრეი არის უფრო უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის და მეტად ეფექტური: ოდაბანი თუ დრიკლორი, და შესაძლებელია თუ არა, მისი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

პასუხი
-ორივე ეფექტური საშუალებაა, მაგრამ აუცილებლად მკაცრად უნდა იქნას დაცული გამოყენების წესები.
დრიკლორი (ბურთულიანი რესპირანტია) გამოიყენება იღლიებში, ხელის გულებზე, ტერფებზე. რეკომედირებულია, საღამოს ძილის წინ გამოყენება, შხაპის მიღების შემდეგ, მშრალ კანზე წაისვით. დილით აუცილებლად ჩამოიბანეთ. არ შეიძლება, გამოვიყენოთ გაღიზიანებულ, დაზიანებულ და სველ კანზე.  უშუალოდ გაპარსვის ან დეპილაციის შემდეგ. დღისითაც არ გამოიყენოთ, დღისით ჩვეულებრივი დეოდორანტი გამოიყენეთ. დრიკლორი გამოიყენეთ 7 დღე, შემდეგ კვირაში 2-3 -ჯერ, მოარიდეთ ბავშვებს, თვალებთან კონტაქტს, ეს საშუალება შეიცავს ალუმინის ქლორიდის ჰექსაჰიდრატს, რაც აშრობს ჭარბ ოფლს.
გამოიყენეთ ოდაბანი ეკონომიურად, ძილის წინ!  ოდაბანის გამოყენების წინ საჭიროა დამუშავების ადგილის დაბანა გრილი წყლით, საპნით და გამშრალება. დარწმუნდით, რომ კანი ანტიპერსპირანტის გამოყენების ადგილზე კარგად გამშრალებულია,  ანტიპერსპირანტის გამოყენების შემდეგ მეორე დილით დაიბანეთ და გაიმშრალეთ დამუშავებული ადგილები. შემდეგ, არ გამოიყენოთ ოდაბანი დღის განმავლობაში. გამოიყენეთ იგი ღამით მანამ, სანამ არ მოხდება ოფლის გამოყოფის ნორმალიზება ან არსებითად შემცირება. არ შეიძლება ოდაბანის შესხმა უშუალოდ სახეზე, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ იგი ბამბის ტამპონის საშუალებით. ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.  არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე, ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ. ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.
როცა შეამჩნევთ რომ ოფლის გამოყფის ნორმალიზაცია მოხდა, შეწყვიტეთ ოდაბანის  გამოყენება ყოველდღიურად და კვირაში  მხოლოდ 1 - 2-ჯერ გამოყენეთ.
კომენტარები
06 მარტი 2016 01:00
დეკლორი აღარ იშოვება!დზ დიდი ეფექტი აქვს
08 მაისი 2015 15:01
და მაინც რომელია უფრო უსაფრთხო?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად