, ზუსტად არ მახსოვს სად, მაგრამ წაკითხული მაქვს, რ... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
29-02-2012

გამარჯობა, ზუსტად არ მახსოვს სად, მაგრამ წაკითხული მაქვს, რომ ჩაის რომ დააყენებ რამდენიმე საათის შემდეგ ეკარგება სასარგებლო თვისებები და ცუდად მოქმედებს ორგანიზმზე, მინდა დავაზუსტო რამდენად სიმართლეა და თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ. თერმოსში რომ დავაყენო დილით მწვანე ჩაი და მთელი დღის განმავლობაში დავლიო, არ ექნება თავის სასარგებლო თვისებები შენარჩუნებული? თუ არა, რამდენ საათში ეკარგება? წინასწარ დიდი მადლობა

პასუხი

-ჩაიდანს ან იმ ჭურჭელს, რომელშიაც ჩაის მომზადებას გეგმაბთ გამოავლეთ მდუღარე წყალი და როცა იგი გამოშრება და გათბება ჩაყარეთ  მწვანე ჩაი ერთი  არასავსე  ჩაის  კოვზი ერთ ჭიქაზე. თუ  რამდენიმე პორციის ერთდროულად დამზადებას აპირებთ,მაშინ  ჩვეულებრივ ნორმას (ანუ იმდენი ჩაის კოვზი ჩაი რამდენი ჭიქის მომზადებაც გსურთ)  უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი ჩაიდანზე. შემდეგ  დაასხით ადუღებული წყალი (უმჯობესია 60-70 ტემპერატურის წყალი)  ჭურჭლის ზედა კიდიდან დაახლოებით ერთი სანტიმეტრით ქვევით, დაახურეთ თავი ჩაიდანს, გადააფარეთ ტილოს ხელსახოცი, ისე რომ იგი ფარავდეს ჩაიდანის ცხვირის ნახვრეტს და თავსახურთან არსებულ ნაპრალებს და გააჩერეთ  3-7 წთ.   ჩაი უნდა დამზადდეს საჭირო კონცენტრაციით და ჭიქებში დასხმისას არ უნდა გაზავდეს წყლით. მხოლოდ ასე ხდება სასმელის სრული გემოსი და არომატის შენარჩუნება.  ჩაი უნდა დაილიოს დამზადებისთანავე (15 წუთის განმავლობაში), სანამ გაცივდება. ყოველ ჯერზე ახალი ჩაის დამზადებაა საჭირო.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად