-ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ. ჩემი შვილი 4 თვის ხდება და ერთი თვეა, რაც გაჟრჟოლება იცის ხოლმე. უცბად გააჟრჟოლებს ხოლმე. ეხლა უკვე დღეში ორ -სამჯერ აჟრჟოლებს და რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? ადრე კიდევ ქვედა ტუჩის კანკალი იცოდა და ექიმს რომ ვუთხარი, თუ არ გადაუარა, ნერვოპათოლოგს აჩვენეო. ერთი თვეა გადაუარა კანკალმა, მაგრამ ერთხელ შევამჩნიე იმ დღეს, რომ აუკანკალდა ქვედა ტუჩი ისევ და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ. ძალიან ვნერვიულობ.