მირჩიეთ რამე თმის გამაჯანსაღებელი საშუალება,არ მეზ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

26-02-2012

-გამარჯობათ,მირჩიეთ რამე თმის გამაჯანსაღებელი საშუალება,არ მეზრდება,მაქვს ორწვერები,დამწვარი,მოვიჭარი მაგრამ მაინც არ მეშველა.მადლობა წინასწარ

პასუხი
-თმების ზრდა გამუდმებით მიმდინარეობს, ერთი თვის განმავლობაში თმა საშუალოდ 1-1,5 სმ-ით იზრდება. ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე (ამ სისტემების დაავადებები აუარესებს თმის მდგომარეობას, თმა ცუდად იზრდება, ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო ან პირიქით, ცხიმიანი და ძლიერდება თმის ცვენა), თმის დაყოფილი ბოლოები, ჰიპოვიტამინოზი, (თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა), გენეტიკურ ფაქტორზე, ტრიქოლოგიურ პრობლემაზე (სებორეა, ფსორიაზი და სხვა);
თუ თმის ზრდის შეჩერება მოხდა რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზით სახლის პირობებში თმის მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ, ამ შემთხვევაში საჭიროა ტრიქოლოგთან მკურნალობა. სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.
ასევე, თმის ზრდის დასაჩქარებლად კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.
დაყოფილი თმის სამკურნალო საუკეთესო სალონურ პროდუქციას წარმოადგენს ე.წ. თმის წებო, რომელიც დაბანილი, მაგრამ მშრალი თმის ბოლოებზე უნდა წაისვათ. იგი აწებებს ორად გახსნილ წვერებს და შემდეგ ახორციელებს აღდგენით პროცესს. ეს წებო იხმარება ყოველ დაბანაზე (კვირაში 3-ჯერ), ეფექტი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თმის სტრუქტურაზე. ამგვარი მკურნალობის კურსი საშუალოდ 1-2-3 კვირას შეადგენს. ამგვარ თმის წებოს მრავალი ფირმა უშვებს და საკმაოდ ძვირად ღირებულია, ანუ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველა ვერ მისცემს თავს მისი შეძენის უფლებას. თუ თქვენც ვერ შეძლებთ ამ საშუალების შეძენას, მაშინ გირჩევთ შეიჭრათ გაყოფილი თმის ბოლოები. გაყოფილი ბოლოების შეჭრა თმის დამოკლებას არ ნიშნავს, ამ დროს შორდება მხოლოდ დაზიანებული ბოლოები ანუ ხდება ე.წ. წვერის გახსნა.
თუ თმის ბზინვარება ცხიმიანობის გამოა დაკარგული, გირჩევთ ასეთ ნიღაბს: კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
თუ მშრალი თმა გაქვთ:1 სუფრის კოვზ ვაზელინის ზეთს დაამატე 10 წვეთი A ვიტამიანი და 10 წვეთი D2 ვიტამინი. შეიზილეთ დაბანილ, მშრალ თმებში და გაიჩერეთ 3-4-საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდრე ერთი კვირის განმავლობაში.
ან გააზავეთ წყალში აფთიაქში შეძენილი ცისფერი თიხა და დაიდეთ თმის ძირებთან! ეს ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმისთვის გამოდგება.
მშრალი თმის შემთხვევაში ძალიან ეფექტურია თალგამის ზეთი (შეგიძლიათ აფთიაქში შეძენა).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად