. ბევრს აწუხებს ჭარბი წონა , მე კი პირქით მინდა წო... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

26-02-2012

-გამარჯობათ. ბევრს აწუხებს ჭარბი წონა , მე კი პირქით მინდა წონაში მოვიმატო. მარტლა უსაშელოდ გავხდი.ვარ 21 წლის გოგო. 42-44 კილოგრამი. 1.57 სმ.. ერთი ბავშვი მყავს და როგორც კი გავაჩინე დავიკელი წონაში. მთელი ცხოვრება გამხდარი ვარ. მაგრამ ასე ალიან არ ვყოფილვარ. არ ვმუშაობ და არც დღის განმავლობაშ იარც რამით ვიტვირთები.მადა მაქვს და საკმაოდ ვჭამ. თევზსაც ხორცსაც ბოსტნაულსაც. შეიძლება ითქვას რომ კარგად ვიკვებები,მაგრამ მაინც არ ვიმატებ. არაფერი მაწუხებს არც ჰორმონალური დარღვევები მაქვს. მაინტერესებს რა ვიტამინი ან პრეპარატი შეიძლება მივიღო რომ მოვიმატე 8-10 კგ.. ძალიან გთხოვთ სრულფასოვნად მიპასუხეთ რა რა სეიძლება დავლიო რომ რასაც ვჭამ შემერგოს და მადაც გამიძლიერდეს,, პრეპარატების გარეშე ვატყობ რომ არაფერი გამომივა. რომელი ვიტამინია ყველაზე კარგი და ეფექტური. რომ 2 თვეში შესამჩნევად მოვიმტო? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-თქვენ მართლაც გაქვთ წონის უმნიშვნელო დეფიციტი, თქვენი წონა არ უნდა იყოს 45-46 კგ-ზე ნაკლები. ცოტათი გაუგებარია, თუ მადას არ უჩივით და საკმაოდ ჭამთ, რატომ ბრძანდებით დაინტერესებული მადის მოსამატებელი პრეპარატებით. შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი პილივიტამინი, განსაკუთრებული განსხვავება ამ მხრივ არ არსებობს, რადგანაც ვიტამინი არის ზოგადი მასტიმულირებელი და არა მადის და წონის მოსამატებელი საშუალება. აუცილებელია გააკეთოთ ზუსტი ჩანაწერი რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული საკვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ, რათა შეფასდეს მიღებული და დახარჯული ენერგია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად