გიმეორებთ წინა კითხვას, რაც გვთხოვეთ : 3 კვირის უკ... | დაავადებათა მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დაავადებათა მკურნალობა
25-02-2012

-გიმეორებთ წინა კითხვას, რაც გვთხოვეთ : 3 კვირის უკან 4 წლის ბავშვი დილის 12 სათაზე საბავშვო ბაღში თამაშის დროს დილის საჭმელიდან ერთ საათში გახდა უგონოდ, მეტყველება არ ქონდა და სასწრაფომ მიიყვანა კლინიკაში. ექიმებმა მერე თქვეს, რომ კომატოზურ მდგომარეობაში იყო, როცა მოიყვანესო. ჩაუტარდა გადასხმები, ანალიზები, ზოგადად განმარტეს ინტოქსიკაცია, მაგრამ ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა. მეორე დღეს გამოწერეს, რადგან კარგად იყო,მაგრამ იმავე ღამეს დაწოლამდე ხალისობდა, თუმცა ღამის 2 საათზე დაეწყო თავის ძლიერი ტკივილებით და ღებინებით კვლავ საავადმყოფოში მივიყვანეთ. საერთოდ ბავშვი უმადოა, სუსტი, ზოგჯერ მუხლებს იტკიებს, კუჭის მოქმედება შეკრულობით და უკან ხანდახან ქავილი, ზოგჯერ ძილში შფოთვა, მაგრამ მთლიანობაში თითქოს ჯანმრთელია, რადგან სისხლის ანალიზებით ყოველთვის ყველაფერი რიგზეა. ადრე იყო რძის პროდუქტებისადმი ალერგიული-მოიწამლა რამდენჯერმე ამიტომ სპეციალური ძვირადღირებულ რძის ფხვნილით ვკვებავდით. ერთი წლის წინ გამოკვლევების შემდეგ გვითხრეს, უკვე აღარაა ალერგიული და შეიძლება ყველაფრის ჭამაო. მართლაც აღარ ქონდა ალერგია ყველზე და რძეზე. ამჟამად სხვა რაღაცა ხდება და გვაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე და რა კუთხით სად გამოვიკვლიოთ და ვუმკურნალოთ, რადგან კვებით არ მოწამლულა. ძალიან გთხოვთ, გვირჩიეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის

პასუხი
-ჩვენ ამჟამადაც იგივე უნდა გავიმეოროთ - ასეთ რთულ სადიაგნოზო შემთხვევებში შეუძლებელია საიტიდან განვსაზღვროთ რა კვლევებია საჭირო, მით უფრო შეუძლებელია რაიმე ვთქვათ მკურნალობაზე. ამისათვის საჭიროა ბავშვი გასინჯოს გამოცდილმა პედიატრმა, ამავე დროს ის უნდა გაეცნოს ამონაწერებს იმ კლინიკიდან, სადაც ბავშვი იწვა და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება განისაზღვროს საჭირო კვლევები. თქვენ თავად აღნიშნავთ, რომ ბავშვი ჯანმრთელია, თუ ასეა, მკურნალობა სულაც არ არის საჭირო. ზოგადად კვლევა, მისი დაგეგმვა არის საკმაოდ რთული პროცესი და შეუძლებელია საჭირო კვლევები მშობელმა განსაზღვროს თუნდაც საიტის დახმარებით, ამისთვის ექიმთან უშუალო ურთიერთობაა საჭირო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად