ვარ 14 წლის სახეზე მაქვს სჰავი წერტილები და დრო დ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

19-02-2012

-გამარჯობათ ვარ 14 წლის სახეზე მაქვს სჰავი წერტილები და დრო და დრო გამონაყარიც მიჩნდება რამოდენიმე წელია ვებრძვი მაგრამ არაფერმა მიშველა გთხოვთ მიპასუხოთ სახლის პირობებში რა გამოვიყენო

პასუხი
-- ცხიმიანი კანის ფორებში (ასეთ კანს უფრო ფართე ფორები აქვს, ვიდრე მშრალ კანს) მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება "შავი წერტილები" - კომედონები. კანის მოუვლელობამ შეიძლება დააუშნოოს სახე ფერიმჭამელებით, ფურუნკულებითა და კანის სხვადასხვა დაავადებებით. თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ.
რაც შეეხება გამონაყარს, გირჩევთ სახე გაიწმინდეთ სპირტხსნარით ან ლოსიონით ცხიმიანი კანისთვის, შემდეგ გამონაყარი დაიმუშავეთ უფერო კასტელანით და ზემოდან შეიზილეთ თხლად ანტიბიოტიკის შემცველი მალამო, ან გელი „კლინდაცინ T’’ 2-ჯერ დღეში. კვანძების შემთხვევაში იხმარეთ სუფთა იხტიოლი ან გოგირდ-იხტიოლ-ნაფტალანის პასტა. ერიდეთ ცხიმინ საკვებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად