..ვარ 15 წლის ბიჭი მინდა თმა გავიზარდო..დამეხმარეთ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

18-02-2012

-გამარჯობათ..ვარ 15 წლის ბიჭი მინდა თმა გავიზარდო..დამეხმარეთ რომ ავაჩქარო ცოტათი მაინც..

პასუხი
- თმების ზრდა გამუდმებით მიმდინარეობს, ერთი თვის განმავლობაში თმა საშუალოდ 1-1,5 სმ-ით იზრდება. ზაფხულში თმა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე (ამ სისტემების დაავადებები აუარესებს თმის მდგომარეობას, თმა ცუდად იზრდება, ხდება მტვრევადი, უსიცოცხლო ან პირიქით, ცხიმიანი და ძლიერდება თმის ცვენა), თმის დაყოფილი ბოლოები, ჰიპოვიტამინოზი, (თმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებია: კალციუმი, იოდი, რკინა, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, თუთია და სხვა; ცნობისთვის: ამის დასადგენად კეთდება თმის მინერალოგრამა), გენეტიკურ ფაქტორზე, ტრიქოლოგიურ პრობლემაზე (სებორეა, ფსორიაზი და სხვა);
თუ თმის ზრდის შეჩერება მოხდა რაიმე სერიოზული დაავადების მიზეზით სახლის პირობებში თმის მკურნალობა შედეგს არ მოგცემთ, ამ შემთხვევაში საჭიროა ტრიქოლოგთან მკურნალობა.
სახლის პირობებში რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ეს არის სწორი კვება. ორგანიზმი უნდა ღებულობდეს საკმაო რაოდენობით კალციუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სილიციუმს, კალიუმს, იოდს, ბეტა-კაროტინებს და სხვა. კალციუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ხაჭო, ყველი. დანარჩენი სასარგებლო ნივთიერების წყაროს წარმოადგენს ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანილი, ნიგოზი, ლობიო, ცერცვი, ყავისფერი ბრინჯი, ჰერკულესი. გარდა ამისა, კარგია თუ თავის დასაბანად გამოიყენებთ ვიტამინიზირებულ შამპუნებს (თმის ტიპის გათვალისწინებით).
თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.
ასევე, თმის ზრდის დასაჩქარებლად კვირაში 2-ჯერ ცხელ ქაცვის ზეთისა და 1 ჩაის კოვზი დიმექსიდის ნარევის ნიღაბს იკეთებენ (გარეგანი ხმარების საშუალება), 30-45 წუთის შემდეგ თავს იბანენ, შეიძლება დაბანის შემდეგ ძმარნარევი წყალიც გადაივლოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად