რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ! 18 წლის ვარ და უკვე საკმაოდ დიდი ხანია სახეზე ფერიჭამიები მაქვს....ცხიმიანი კანი მაქვს და არა და არ გამიქრა.... იქნებ რამე მირჩიოთ?
პასუხი
პასუხობს დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-დერმატოლოგი ლია ჭითანავა: -სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე უნდა დადგინდეს, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი. ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები: 1) სისხლის საერთო ანალიზი, 2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია; 3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე; 4) მუცლის ღრუს ექოსკოპია; 4) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე. ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-თ მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში. ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში. სახის დაბანა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით. დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა).