გთხობთ მიპასუხოთ უროპლაზმა როგორი ვირუსია? რა გართ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
15-02-2012

-გთხობთ მიპასუხოთ უროპლაზმა როგორი ვირუსია? რა გართულებებს იწვევს? და ამ ვირუსის შემთვევაში დაფეხმძიმება საშიშია?

პასუხი
-ურეაპლაზმა (იგივე ურეოპლაზმა) არის შარდ-სასქესო სისტემაში ანთებითი პროცესების გამომწვევი მიკროორგანიზმი. მისი გადაცემა ძირითადად ხდება სქესობრივი გზით, თუმცა არ არის გამორიცხული ამ ინფექციის ყოფითი გზებით გადაცემა.
არის შემთხვევები, როცა დაავადებული დედისგან ინფიცირდება მუცელში ნაყოფი. (მშობიარობის ან ჩასახვისას). ურეაპლაზმის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომის გამოვლინებამდე 2-3 კვირაა საჭირო.
ამ დროს ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. (ექიმის მეთვალყურეობით). ადგილობრივი პროცედურის საკითხი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, რათა ასეთ დროს არ მოხდეს ფლორის დარღვევა.
ურეოპლაზმა იწვევს შემდეგ გართულებებს: საშარდე გზების ანთებას, საშვილოსნოს ანთებას (შესაბამისად თუ დროულად არ მიექცა ყურადღება, უშვილობის მიზეზიც შეიძლება გახდეს), თვითნებურ აბორტებს, ნაადრევ მშობიარობას და ა.შ.
მკურნალობა აუცილებლად ორივე პარტნიორმა უნდა ჩაიტაროს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
05 აპრილი 2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
30 იანვარი 2018
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ალბათ არ დარჩენილა საქართველოში ადამიანი, ღორი გრპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული