. გარე ორსულობის შედეგად მარცხენა მილი გამისკდა და... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

15-02-2012

-გამარჯობათ. გარე ორსულობის შედეგად მარცხენა მილი გამისკდა და ამომიღეს.ეს ჩემი პირველი ფეხმძიმობა იყო. თუ შეგიძლიათ მომწერეთ შეექმნება თუ არა საფრთხე ჩემს მომავალ შვილიანობას და რამდენად დიდია ალბათობა იმისა რომ კვლავ განმეორდეს გარე ორსულობა. ძალიან მეშინია მეორე მილიც არ დავკარგო.

პასუხი
- ამ საკითხში უკეთ გარკვევისთვის გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ნანა ხუცაიძის სტატაიას "საშვილოსნოსგარე ორსულობა". ამონარიდი სტატიიდან :
"საშვილოსნოს მილის მოშორება ართმევს თუ არა ქალს დედობის უნარს ?
მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ექიმები იძულებული ხდებიან მოაშორონ გახეთქილი და დაზიანებული მილი, ეს ქალს დედობის და შემდგომი ნორმალური ორსულობის შესაძლებლობას არ ართმევს (თუკი, რასაკვირველია მეორე მილი შენარჩუნებულია). როგორია ალბათობა საშვილოსნოსგარე ორსულობის შემდეგ ნორმალური ორსულობის დადგომისა ?
გარანტია იმისა, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობა არასდროს არ დადგება, შეუძლებელია. თუმცა რეალურად არსებობს ამ რისკის დაქვეითება გამომწვევი მიზეზის მკურნალობით. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პათოლოგია ?
პირველ რიგში _ დროულად უნდა ვუმკურნალოთ მცირე მენჯის ღრუს ანთებით დაავადებებს. ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებელია ჩატარდეს ქლამიდიის, მიკოპლაზმის, ურეაპლაზმის და სხვა პათოგენური მიკრობების არსებობაზე კომპლექსური გამოკვლევა, რათა დროულად მოხდეს მათი არსებობის შემთხვევაში განკურნება. ეს გამოკვლევა და მკურნალობა უნდა ჩაიტაროს მეუღლემაც (სქესობრივმა პარტნიორმა). საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ოპერაციული ჩარევის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია, რაც მიმართულია შემდგომი ორსულობის მომზადებისთვის. ჩვეულებრივ იგი მიმდინარეობს გინეკოლოგის კონტროლით, რამდენიმე ეტაპად.
სპეციალისტები თვლიან, რომ მილებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საუკეთესო დრო შემდგომი ორსულობისთვის ნახევარი-ერთი წელია. "
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად