ჩემი შვილი მალე ერთი წლის ხდება და ვიცი,რომ უკვე ს... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

13-02-2012

-ჩემი შვილი მალე ერთი წლის ხდება და ვიცი,რომ უკვე საერთო მაგიდაზე უნდა დავსვა,თუმცა ხომ არსებობს რაღაცეები რაც კატეგორიულად არ შეიძლება ამ ასაკის ბავშვისთვის,იქნებ მითხრათ რა არ შეიძლება?დაუბლენდერებელ საკვებს მოინელებს?და კიდევ მაინტერესებს ბავშვს ჯერ ქვემოთ ამოუვიდა 2 კბილი და მალევე ზემოთ 2(9 თვიდან)ეხლა აღარ ეტყობა,რომ კიდევ აპირებს კბილი ამოჭრას,რამდენი კბილი უნდა ქონდეს ბავშვს ამ ასაკში?(ზუსტად არის 11 თვისა და 20 დღის)

პასუხი
-1-დან 1,5 წლამდე კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის, მეხუთე კვება 1,5 წლამდე შეუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება, კუჭის წვენის გამოყოფის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების ოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის სასურველი, ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, წვენები მისცეთ. სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება:
* საუზმე - 25%
* სადილი - 35-40%
* სამხარი - 10-15%
* ვახშამი - 25%
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც:
* ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ. ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლად მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფა, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - შეიძლება უფრო იშვიათად მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა უკვე მიჩვეულია გარკვეულ გემოს და ზოგიერთი ახალი კერძი, თუნდაც ნაცნობი სურსათისაგან მომზადებული, შესაძლოა არ მოეწონოს. შეეცადეთ, თანდათან, ძალდაუტანებლად შეაჩვიოთ. სხვაგვარად ორგანიზმი, გემოვნებითი შეგრძნებები და საღეჭი აპარატი ნორმალურად ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე მისაღები საკვების ოდენობის განსაზღვრაც. ულუფა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად: 1-დან 3 წლამდე პატარამ ერთ ჯერზე უნდა მიირთვას:
* სუპი (წვნიანი) - 100-150 გ
* გარნირი - 80-100 გ
* კისელი, ჩაი წვენი - 100 მლ ულუფის სიჭარბე არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და აუარესებს საკვების ათვისებას, შედეგად კი ბავშვს მადაც ეკარგება. მიაჩვიეთ პატარა წყლის სმას. განსაკუთრებით არ უყვართ წყალი ბუნებრივ კვებაზე მყოფ პაწიებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1კგ-ზე დაახლოებით 80-100 მლ-ს შეადგენს. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში - დამტკბარი. ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას აქვეითებს და მადას აურესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია. ასევე მიუღებელია მაწვნის, ხაჭოს, გახეხილი ხილის (პიურეს) დატკბობა. დაიმახსოვრეთ: პატარას საკვებს შაქარი და მარილი იმდენი უნდა გაურიოთ, რომ თავად მისი დაგემოვნებისას უმარილო და უტკბო მოგეჩვენოთ.
რაც შეეხება კბილების ამოჭრას, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტყველებს არა იმდენად კბილების ამოჭრის დრო, რამდენადაც თანამიმდევრობა. თუ თანამიმდევრობა დაირღვა, ჩააყენეთ საქმის კურსში პედიატრი და აჩვენეთ ბავშვი სტომატოლოგს. ნორმაში, თავდაპირველად ამოიჭრება ერთი ქვედა საჭრელი კბილი, მერე - მეორე, პირველის გვერდით. ამას მოსდევს ორი ზედა საჭრელი, მერე - ორ-ორი კბილი მათ გვერდით, ჯერ ზემოთ, მერე ქვემოთ. ამის შემდეგ ამოდის თითო მცირე ძირითადი კბილი მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. რჩება ადგილი ეშვებისთვის. ჯერ თავს ზემოთა ეშვი ამოყოფს, მერე - ქვემოთა. ბოლოს კი ამოდის წყვილი მცირე ძირითადი კბილი - ჯერ ქვემოთ, მერე ზემოთ. ბავშვისთვის აუცილებელი კბილების რაოდენობის დასადგენად სტომატოლოგები სარგებლობენ ფორმულით: (თვეებს) - 6. ამ ფორმულის მიხედვით, 7 თვის ბავშვს 1 კიჭი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ადამიანის ორგანიზმი მათემატიკურ ფორმულებს არ ემორჩილება. ყოველი ჩვენგანი დამოუკიდებელი ინდივიდია და კბილების ამოჭრა იქნება თუ სხვა რამ, მისსავე ორგანიზმზეა დამოკიდებული.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად