კითხვა-პასუხი - ორსულობა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა
კატეგორია - ორსულობა
12-02-2012
-არის შემთხვევა როცა ქალს ორსულობის დროს აქვს მენსტრუაცია? ამ შემთხვევაში ორსულობის ტესტი აჩვენებს ორსულობას თუ არა?
პასუხი
-ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენი არამენსტრუაციულია, ამას მრავალი მიზეზი აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ, გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
ორსულობის ტესტი განსაზღვრავს ორსულობის ჰორმონის (ადამიანის ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის) დონეს შარდში. ეს ჰორმონი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებისთანავე გამომუშავდება. მისი პასუხი ჭეშმარიტია მენსტრუაციის ვადის გადაცდენის შემდეგ. საეჭვო შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ მას მენსტრუაციის გადაცდენამდე ჩავიტარებთ. გადაცდენის მეორე დღიდან პასუხი 85-100%-ით სწორია. ტესტი აჩვენებს ნებისმიერ ორსულობას, თუნდაც ის საშვილოსნოსგარე იყოს, მაგრამ თავად საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზის დასმა ასეთი ტესტით არ ხდება. ამ დროს გაცილებით ინფორმაციულია სისხლის ანალიზი (ეს არ არის სისხლის საერთო ანალიზი) ქორიონულ გონადოტროპინზე - საშვილოს-ნოსგარე ორსულობის შემთხვევაში მისი დონე უფრო დაბალია, ვიდრე ნორმალური ორსულობისას. თუ ადამიანის ბეტა-ქორიონული გონადოტროპინის დონე აღემატება 1500 სე/ლ-ს და საშვილოსნოს ღრუში ორსულობა არ დგინდება, საშვილოსნოსგარე ორსულობა უნდა ვიეჭვოთ.
კომენტარები
31 იანვარი 2018 17:49
გამარჯობა! ორსულობის ტესტი გავიკეთე პასუხი დადებითია მენსტრუაციაც გადამცდა მკერდი ცოტა გამეზარდა და მქონდა მკერდში ტკივილის შეგრძნება, ექიმთან ჯერ არმივსულვარ, დარწმუნებული ვიყავი რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ დღეს 31/01/18 ში დამეწყო მენსტრუაცია, მცდარი პასუხი ხომ არ არის ნეტა ტესტის? თუ შესაძლებელია ორსულობის პირველ თვეს ასეტი რამე? ბოლო მენსტრუაცია დამეწყო 24/12/17 ში და გაგრძელდა 6 დღე.
11 მარტი 2017 22:15
მესა მე ტვეა რაც გავთხოვდი და 23თებრევლას ნესტრუაცია მომივდა და სჰეგიზლიატ ამსინხატნ რატო მოხდა ეს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
25 მაისი 2011
სახის კანის სიწითლე, თუნდაც დროებითი, ყველაზე ხშირად კაპილარების პრობლემაზე მიგვითითებს.
20 ნოემბერი 2018
სიმსივნისგან 100%-ით ვერც ერთი პროდუქტი ვერ დაგიცავთ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს შეუძლია საგრძნობლად
თუ გინდათ, საყვარელი ნივთი დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით, სათანადოდ უნდა მოუაროთ. იგივე შეიძლება
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება