.ყოველ დილით მაქვს თავის გტკივილი,უფრო შუბლთან და ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

12-02-2012

-გამარჯობათ.ყოველ დილით მაქვს თავის გტკივილი,უფრო შუბლთან და მის მაღლა,ისეთი ტკივილია,რომ მარვიძებს.ადგომიდან რამდენიმე წუთსი გადამივლის ხოლმე,ან თუ ყავას დავლევ...რა უნდაიყოს ტკივილის მიზეზი, რიმ რაღაც პერიოდში წამლის გარეშე გადადის ტკივილი. 36 წლის.მარი.მადლობთ.

პასუხი
-პირველადი თავის ტკივილის დიაგნოსტიკა თანამედროვე მედიცინის აქტუალური პრობლემა გახლავთ. წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ: სისხლძარღვოვანი გენეზის პირველად თავის ტკივილს; ტკივილს, რომელიც განპირობებულია თავის ტვინისა და ტვინის მფარავი გარსების ანთებით; ტკივილს, რომელიც დაკავშირებულია ქალა-ტვინის ნერვებისა და ნერვული განგლიების ორგანულ დაზიანებასთან; ტკივილს, რომელიც განპირობებულია თავისა და კისრის ხანგრძლივი დაძაბულობით.
თავის ტკივილის მიზეზის (ეტიოლოგიის) დასაზუსტებლად მიმართავენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას, ითვალისწინებენ ანამნეზს (როდის აღმოცენდება ტკივილი, სად ლოკალიზდება, რა ინტენსივობისა და ხანგრძლივობისაა), გარე ფაქტორებისადმი (მედიკამენტების მიღება, მეტეოროლოგიური ფაქტორები, ფსიქოემოციური დატვირთვა და სხვა) დამოკიდებულებას, წნევის გაზომვასა და კონტროლს, ბიოქიმიურ და იმუნოლოგიურ გამოკვლევებს, საჭიროების შემთხვევაში - ელექტროენცეფალოგრაფიულ და თავის ქალას რენტგენოლოგიურ გამოკვლევას. მხოლოდ კომპლექსური მიდგომითა და მიღებული მონაცემების დეტალური ანალიზით არის შესაძლებელი ზუსტი დიაგნოზის დასმა და თავის ტკივილის უშუალო გამომწვევი მიზეზის დადგენა.
როგორც ხედავთ, არცთუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ გირჩევთ, მიბრძანდეთ ნევროპათოლოგთან, გაიაროთ კონსულტაცია თერაპევტთანაც, რომელიც ცალკეული დეტალების გაანალიზებით შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.
კომენტარები
15 თებერვალი 2018 16:42
გამარჯობათ.ჩემს 3 წლის შვილს ერთი თვის ასაკში აქვს გაკეთებული გიგანტური ანევრიზმის კლიპირება,წინა ცერებრული არტერიის.ოპერაციის შემდეგ გადავუღეთ მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით.დასკვნაში წერია რომ შუბლის წილების მედიალური სტრუქტურების კისტოზურ-გლიოზური ცვლილებები ჰემოსიდეროზით.გღიოზური კერები ორმხრივ შუბლ-თხემში,ღეროში.კორძიანი სხეულის ატროფია.მაინტერესებს საშიშია თუ არა და კისტების ამოკვეთა თუა შესაძლებელი?მადლობა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად