მოგესალმებით. მშობიარობის შემდეგ სწრაფად დავიკელი ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

11-02-2012

-მოგესალმებით. მშობიარობის შემდეგ სწრაფად დავიკელი 13 კილო და ფეხებზე გამიჩნდა სტრიები ვარდისფერი შეფერილობის, მთელი ფეხმძიმობის მანძილზე არ მქონია( ვხმარობდი სტრიების საწინააგმდეგო ზეთებს). მეგობარმა მირჩია CONTRACTUBEX Gel. მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რამდენად ეფექტური და მიზანშეწონილია მისი გამოყენება? დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-არსებობს წონის ცვალებადობასთან (ან ორსულობასთან) დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კრემი სტრიებისთვის და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია.
სტრიებთან ბრძოლას კოსმეტოლოგები უმადურ საქმედ მიიჩნევენ - მათგან ასი პროცენტით გათავისუფლება კოსმეტოლოგიას არ შეუძლია. მართალია, სილამაზის სალონებისა და კლინიკების საბრძოლო არსენალში უამრავი თანამედროვე მეთოდი მოიპოვება, სტრიების საწინააღმდეგო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება - მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და სხვა.
ვისაც სურს, სტრიებისგან სრულიად გათავისუფლდეს, პლასტიკურ ქირურგიას უნდა მიმართოს.
თავდაპირველად სტრიები მოწითალო ფერისაა და დროთა განმავლობაში (დაახლოებით 2 თვეში) ფერმკრთალდება. თუ სტრიები დარჩა წითელი ფერის, მაშინ აუცილებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა, ამისათვის კი უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად