მყავს 6 წლის გოგო აქვს ასეთი დიაგნოზი კონტაგიოზურ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
11-02-2012

-გამარჯობათ მყავს 6 წლის გოგო აქვს ასეთი დიაგნოზი კონტაგიოზური მალუსკი ..გამოუვიდა რამოდენიმე და მოვუწვით 3-თვის შემდეგ კიდე გამოუვიდა მაინტერესებს რამდენად საშიშია და რის შედეგად არის გამოწვეული ?როცა ასეთი დიაგნოზია აუცილებელია თუ არა დიეტა?დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-დაავადების გადატანის შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს რეციდივი, რაც გამოწვეულია მოლუსკის სუპერინფექციით, დაავადების გამწვავებით ან თავს იჩენს ლატენტური ფარული ინფექცია. ამიტომ მიმართეთ სპეციალისტს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ინფორმაციისთვის!
კონტაგიოზური მოლუსკი კანის ვირუსული ინფექციაა, რომელიც ძირითადად ბავშვებში გვხვდება. მისი გამომწვევია ვირუსი (poxvirus), რომელიც პათოგენურია მხოლოდ ადამიანისათვის. კანზე ჩნდება ერთეული ან მრავლობითი მკვირივი ცვილისებრი უმტკივნეული კვანძები, სიდიდით ქინძისთავის თავის ზომიდან მუხუდოს ზომამდე; აქვს ნახევარსფეროს ფორმა, ცეტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით, განლაგებულია სახეზე, კისერზე და ტანზე – ბავშვებში, ხოლო მოზრდილებში – სასქესო ორგანოებსა და მეზობელ მიდამოებში. კვანძებზე ზეწოლისას ცენტრალური ჩაღრმავებიდან გამოდინება თეთრი მასა. კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობა უნდა აწარმოოს დერმატოლოგმა. თითოეული ელემენტი (მოლუსკი) უნდა იქნას მოშორებული ქირურგიული პინცეტით, ან ელექტროკოაგულაციის გზით და შემდეგ ეს ადგილი დამუშავდეს იოდის სპირტხსნარით. თუ მოლუსკები დიდი რაოდენობითაა, მაშინ ინიშნება მედიკამენტები, ულტრაიისფერი ნათურით დასხივება, აციკლოვირის მალამო (იგივეა, რაც ზოვირაქსი). კონტაგიოზური მოლუსკის პროფილაქტიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას.
ბავშვები ინფიცირდებიან დაავადებულის კანთან ან დაბინძურებულ საგნებთან (საერთო აბაზანები, სავარჯიშო დარბაზები, სკოლებში და სხვა) კონტაქტის შედეგად.
დაავადების ინკუბაციური პერიოდი 2-3 თვეა.
კონტაგიოზური მოლუსკის მკურნალობის დროს დიეტის დაცვა არ არის საჭირო.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად