გთხოვთ მიპასუხოთ რას ნიშნავს სამმაგი ტესტი? 21 კვი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

09-02-2012

-გთხოვთ მიპასუხოთ რას ნიშნავს სამმაგი ტესტი? 21 კვირის ორსული ვარ, გაკეთებული მაქვს ყველა ანალიზი რაც ჩემმა ექიმმა დამინიშნა, და ყველაფერი ნორმალურად არის, ექოსოპიაზეც ნაყოფის მდგომარეობა ნორმალურიაო, მეუბნებიან, ეს სამმაგი ტესტი ჩემს ექიმს არ დაუნიშნია ჩემთვის, ვნერვიულობ ხომ არ გამორჩა? თუ განსაკუთრებულ შემთხვევებში კეთდება ეგ ანალიზი? და რას იკვლევენ ამ სამმაგი ტესთით?

პასუხი
-სკრინინგ ტესტი არის ტესტების სერია, რომელი იძლევა თანდაყოლილი დაავადებების არსებობის შესახებ სავარაუდო აზრს. ანუ თუ სკრინინგ ტესტით მოხდა სავარაუდო პათოლოგიის გამოვლენა, უნდა მოხდეს მისი სხვა დამატებითი გამოკვლევებით დადასტურება.
სამმამგი ტესტი (triple test) გულისხმობს დედის სისხლში - ქორიონული გონადოტროპინის (hCG), ალფა- ფეტოპროტეინის (AFP) და არაკონიუგირებული ესტრიოლის (UE3)–ის განსაზღვრას; სამმაგი ტესტი ტარდება ორსულობის მე-14-16 კვირაზე.
ინტერპრეტაცია შემდეგნაირია: თუ AFP და UE3 შემცირებულია და hCG მომატებული, მიუთითებს ნაყოფში შესაძლო დაუნის სინდრომის არსებობაზე. სამივე მაჩვენებლის შემცირება მიუთითებს ტრისომია 13 (ედვარდსის სინდრომი), რომელიც საკმაოდ მძიმე თანდაყოლილი დაავადებაა, ხოლო AFP-ს მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს ნაყოფში თანდაყოლილ ნევროლოგიურ და მუცლის წინა კედლის ანომალიებზე.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საეჭვო პასუხი არ ნიშნავს დაავადების არსებობას ნაყოფში, არამედ იმას რომ უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოკვლევები. ეს ხშირად ეშლებათ ორსულებს და ძალიან დიდი ნერვიულობის მიზეზი ხდება.
ეს არის ის გაიდლაინი (მითითება) რომელიც მიღებულია გინეკოლოგთა საზოგადოებაში, რაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ექიმს ეს ყველაფერი უნდა მოსთხოვოთ. ყველა ექიმს აქვს გარკვეული მიდგომა გარკვეული საკითხის მიმართ.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
19 იანვარი 2019 12:42
მე და ჩემს მეუღლეს სხვადასხვა სისხლის ჯგუფი გვაქვს ცოლს უარყოფითი პირველი უარყოფითი აქვს მე მე 2 დადებითი . შვილის მე 2 დადებითი უნდა იყოს თუ 1ლი უარყოფითუ.
29 იანვარი 2018 22:43
Gamarjobat mainteresebs 24 clis axalgazrdas shesadzlebelia? Gauchdes gulis tkivilebi da ra icvevs amas
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად