კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
06-02-2012
-რჩევა მჭირდება თქვენგან რადგან ძალიან დაბნეული ვარ. მე და ერთი ბიჭი ვხვდებოდით ერთმანეთს 3 თვე, მეუბნებოდა მიყვარხარო, მეც მიყვარდა და მიყვარს. გვქონდა სექსუალური ურთიერთობა. მოულოდნელად გაქრა რამდენიმე თვით, ეხლა ისევ გამოჩნდა და ასეთი რაღაც მითხრა: მეგონა მიყვარდი, მაგრამ მხოლოდ გატაცება ყოფილხარო. ძალიან მომწონხარ და მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა. ალბათ დროის ამბავია და იქნებ დროთა განმავლობაში შემიყვარდეო. თუ გინდა ხანდახან შევხვდეთ ხოლმეო. მოკლედ მან შემომთავაზა ხანდახან შეხვედრა მხოლოდ სექსუალური ურთიერთობისთვის. ძალიან გთხოვთ მითხარით რამე, მე ძალიან დაბნეული ვარ, არ მოველოდი მისგან ასეთ რაღაცას. მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ვეღარ ვაზროვნებ საღი გონებით. გავლენა ჩემს დაქალებსაც აქვთ, ყველას ჰყავს შეყვარებული და ყველას აქვს სექსუალური ურთიერთობა თავის შეყვარებულთან. ისეთი აღტაცებით საუბრობენ ხოლმე თავიანთ პირად ცხოვრებაზე...
პასუხი
-გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ! მაგრამ ჯერ კარგად გააანალიზეთ თუ რა მოხდა. კაცი, რომელიც გიყვართ და მასაც უყვარდით, გეუბნებათ რომ აღარ უყვარხართ, მაგრამ იმდენად ,,კეთილშობილია", რომ პერიოდულად თქვენთან სექსზე თანახმაა... ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ქალის შეურაცხყოფაა. . . გამოდის, რომ მას თქვენთან მხოლოდ ცხოველური ჟინის დაკმაყოფილება უნდა, სიყვარულით კი არ უყვარხართ. თუ თქვეთვის სიყვარულზე მნიშვნელოვანი სექსუალური ურთიერთობაა, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს უყვარხართ თუ არა მას, მთავარია, თანახმაა თქვენთა სექსზე.
კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ.
თქვენ გვწერთ, რომ თქვენ მეგობრებს შეყვარებულებთან სექსუალური ურთიერთობები აქვთ და აღტაცებით საუბრობენ თავიანთ პირად ცხოვრებაზე. რასაც თქვენ პირად ცხოვრებას ეძახით, ამას სხვანაირად ინტიმური ცხოვრება ჰქვია და ის არ არის სააშკარაოზე გამოსატანი. ინტიმური იმიტომაა, რომ ძალიან პირადუალია და არა საჭორაო საკითხი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება