მაინტერესებს სიფილისტის დამახასიეთებელი ნიშნები, ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
06-02-2012

-გამარჯობათ, მაინტერესებს სიფილისტის დამახასიეთებელი ნიშნები, მაქვს რაღაც არა სასიამოვნო სუნი სასქესო ორგანოდან, ადრე მქონდა მეჭეჭებივით გამონაყარი და მერე გამიარა სასქესო ორგანოზე , და ვის მივმართო ?

პასუხი
-ამონარიდი "ავერსის კლინიკის" ექიმი-დერმატოვენეროლოგი რუსუდან კახიძის ინტერვიუდან
სიფილისის სიმპტომები მეტად მრავალფეროვანია და დაავადების სტადიის შესაბამისად იცვლება. სიფილისის პირველი სტადია ვითარდება საინკუბაციო პერიოდის დასრულების შემდეგ. დაავადების გამომწვევის ორგანიზმში შეღწევის ადგილას (სასქესო ორგანოები, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, სწორი ნაწლავი, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის კანი) ჩნდება მკვრივფუძიანი უმტკივნეულო წყლული - მაგარი შანკრი. წყლულის გაჩენიდან 1-2 კვირის შემდეგ დიდდება ახლომდებარე ლიმფური კვანძები (წყლულის პირის ღრუში ლოკალიზაციისას - ყბისქვეშა ლიმფური კვანძები, ხოლო სასქესო ორგანოების დაზიანებისას - საზარდულისა). 3-6 კვირაში წყლული თავისთავად, მკურნალობის გარეშე ხორცდება. მაგარი შანკრის გაქრობა აჩვენებს, რომ დაავადება გადავიდა ლატენტურ სტადიაში, რომლის დროსაც ორგანიზმში მიმდინარეობს ტრეპონემების (სიფილისის გამომწვევების) აქტიური გამრავლება.
სიფილისის მეორე სტადია იწყება მაგარი შანკრის გამოჩენიდან 4-10 კვირის შემდეგ (ანუ დასნებოვნებიდან 2-4 თვის შემდეგ) და თუ მკურნალობა არც ამ შემთხვევაში ჩატარდა, 3-5 წელი გრძელდება. ამ სტადიას ახასიათებს სიმეტრიული მკრთალი გამონაყარი მთელ სხეულზე, ხელისგულებისა და ფეხისგულების ჩათვლით. გამონაყარის გაჩენას ხშირად თან სდევს თავის ტკივილი, უქეიფობა, ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება (როგორც გრიპის შემთხვევაში). ლიმფური კვანძები მთელ სხეულში დიდდება. მეორე სტადიაზე სიფილისი მიმდინარეობს გამწვავებისა და რემისიის (უსიმპტომო პერიოდის) მონაცვლეობით. ამასთანავე, მოსალოდნელია თმის ცვენა, კონდილომების გაჩენა სასქესო ორგანოებსა და უკანა ტანის მიდამოში.
მესამე სტადია იწყება დასნებოვნებიდან მრავალი წლის შემდეგ. მისი განვითარების მიზეზია დაავადების ნებაზე მიშვება ან უფრო ადრეული ფორმების არაადეკვატური თერაპია. ამ სტადიაში ზიანდება ნერვული სისტემა (თავისა და ზურგის ტვინის ჩათვლით), ძვლები და შინაგანი ორგანოები (გული, ღვიძლი და ა. შ.).
თქვენ გესაჭიროებათ დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია.
კომენტარები
05 მაისი 2018 01:03
გამარჯობათ უკვე 1თვეა მაწუხებს საშინელი ქავილი მთელ სხეულზე... სიცხე 37.4 ხაზი არც მეტი და არც ნაკლები ... პირის ღრუში ღრძილებზე და სასაზე თეთრი შესიებული ლაქებივით .. სასქესოზე გამონაყარი ,, და საჟდომზე .. წონასთან არანაირი დარღვევა არმაქვს პირიქით ვიმატებ წონაში ... არანაირი სექსუალური ურთიერტობა არ მქონია და არ ვიცი რისი ბრალი შეიძლება იყოს ასევე თითებს შორის საშინელი ქავილი და წყლულივით გაამონაყარი კანის ცვენა .. ხოვერ მეტყვით რა შეიძლება იყოს ეს?
28 მარტი 2016 22:42
გამარჯობათ საზარდულის არეში მტკივა ოდნავ ზემოთ რა წამლები და რა მედიკამენტები აგარ დამინიშნეს მარა მაინც არ მიშველა ბევრ ექიმთან ვიყავი მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ მქონია როცა ვიტვირთები მასშინ მტკივა როცა ვწვები გთხოვთ მირიჩიეთ რამე რა ვუშველო ჩემ თავს თუ ამაზე პასუხს გამცემთ მადლობელი დავრჩები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად