ვარ 15 წლის 1.70 სიმაღლის და 68.8კგ რა სახის დიეტა... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

02-02-2012

-ვარ 15 წლის 1.70 სიმაღლის და 68.8კგ რა სახის დიეტა შეიძლება რომ გავაკეთო?? რადგან მსურს 10კგ დაკლება :))))

პასუხი
- მთელს მსოფლიოში მეცნიერები ერთხმად აღიარებენ ბალანსირებული და რაციონალური კვების მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თუ ადამიანი საკვების საშუალებით არ მიიღებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისთვის  აუცილებელ ნივთიერებებს, მაშინ ორგანიზმი გამოიფიტება, იმუნიტეტი დაქვეითდება, ნივთიერებათა ცვლა მოიშლება და სხვადასხვა დაავადებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქნება (რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ ვნებს არასწორი კება კუჭ-ნაწლავთა სისტემას). თქვენს ასაკში კი, მითუმეტეს დაუშვებელია მკაცრი დიეტა და სწრაფი დაკლება. იკვებეთ ზომიერად და სრულფასოვნად, გადაეჩვიეთ ღამე, ძილის წინ ჭამას (ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათოთ ადრე), უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე, ე.წ. სასუსნავებზე (ჩიფსები, კანფეტები, შოკოლადები), ტკბილ, გაზიან სასმელებზე, ტკბილეულსა და ცომეულზე, არასდროს გამოტოვოთ საუზმე, იკვებეთ დღეში 4-ჯერ მცირე ულუფობით. რაც მთავარია, დაკავდით სპორტით (ცურვა, კალათბურთი, ტანვარჯიში და სხვა).
გახსოვდეთ, რომ ადამიანი სუქდება მაშინ, როცა საკვების სახით მიღებული კალორიების ფიზიკური აქტიურობით დახარჯვა არ ხდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად