ვარ 15 წლის, მაწუხებს უძილობა, რაც არ უნდა დაღლილი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

02-02-2012

-ვარ 15 წლის, მაწუხებს უძილობა, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო 1 საატი მაინც ვერ ვიძინებ როდესაც ვწვები. ხანდახან 4 საათიც. რას მირჩევთ?

პასუხი
-ექიმი-ჰიგიენისტები გვირჩევენ, დღე-ღამეში 8 საათი მაინც გვეძინოს. ასეთია, მათი აზრით, ჯანმრთელი ადამიანის ფიზიოლოგიური ნორმა. უნდა დავიცვათ შრომისა და დასვენების რეჟიმი და ყოველდღიურად დავწვეთ დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს. ორგანიზმი ეჩვევა ამ რეჟიმს და თავის მოთხოვნილებებს მას უსადაგებს. როცა ამ მოთხოვნილებებს ვეწინააღმდეგებით, იწყება კონფლიქტი ადამიანსა და მის ორგანიზმს შორის. სწორედ ასე წარმოიშობა უამრავი პრობლემა, მათ შორის უძილობაც.
ფიზიკური და გონებრივი დაღლილობა, სტრესი, დეპრესია ნევროზი უძილობის განვითარებას უწყობს ხელს, სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი); შეეცადეთ დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, ძილის წინ არ შეასრულოთ ბევრი გონებრივი სამუშაო (ვგულისხმობ მეცადინეობას, კომპიუტერთან თამაშს), არ ჭამოთ ძილის წინ, შეზღუდეთ კოფეინიანი სასმელის მიღება (ყავა, კოკა-კოლა, კაკაო და სხვა),
ძილის წინ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაძინებამდე დალიეთ ნახევარი ჭიქა ტკბილი თბილი წყალი ან მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დაწექით კარგად განიავებულ ოთახში.
სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დაწყებამდე, პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და კვება. კერძოდ, კარგი იქნება კვების რაციონში ცილების, მცენარეული ცხიმის, საკვები ბოჭკოების (მარცვლეული, ახალი ბოსტნეული), ვიტამინებისა და მიკროელემენტების ჩართვა და დღის მანძილზე ზომიერ ფიზიკური აქტიობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად