წყალს ვაყოლებ თითქმის ყველა ლუკმაზე ,მითხრეს რომ ე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

31-01-2012

-წყალს ვაყოლებ თითქმის ყველა ლუკმაზე ,მითხრეს რომ ეს არ შეიძლება?რატომ?ან წყალი ჭამამდე უნდა დავლიოთ თუ მერე.

პასუხი
წყლის სმის რეჟიმი: 
• მისი მაცოცხლებელი ძალისა და ღირსებების შესაგრძნობად წყალი ნელ-ნელა, ყლუპ-ყლუპად უნდა სვათ.
• სპეციალისტები აუცილებლად მიიჩნევენ წყლის დალევას დილით, გაღვიძებისთანავე, საღამოს, ძილის წინ, აგრეთვე - ჭამამდე 20 წუთით ადრე. თუ სადილზე ვაშლს, კიტრს მიირთმევთ ან ხილის ნატურალურ წვენს სვამთ, წყალი აუცილებელი არ არის.
• აუცილებელია წყლის დალევა მწარე, მლაშე, ცხარე და ცხიმიანი, მშრალი საკვების მიღების შემდეგ, თანაც ამ დროს ცხელი ან თბილი წყლის დალევა სჯობს.
• წვნიანი კერძის მირთმევის შემდეგ, თუ ძლიერ არ გწყურიათ, წყლის დალევა საჭირო არ არის. რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, მათი მირთმევიდან ნახევარი საათის განმავლობაში უმჯობესია წყალი არ დალიოთ. 1-2 საათით თავშეკავება გმართებთ სახამებლით მდიდარი საკვების მიღებისას, ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ კი 2-3 საათი მოგიწევთ წყურვილის მოთმენა.
• მოზრდილმა ადამიანმა მშვენივრად იცის, რამდენი წყალი უნდა დალიოს, პატარებმა კი, ვიდრე წყურვილის შეგრძნება საბოლოოდ ჩამოუყალიბდებათ, სჯობს, მეტი წყალი სვან, ვიდრე ნაკლები.
• წყლის სმა უნდა შეიზღუდოს შეშუპებით მიმდინარე ზოგიერთი დაავადებისას, ორსულობისას. როცა ავად ხართ
• თუ კუჭ-ნაწლავი გაწუხებთ, უმჯობესია, ზამთარსა და ზაფხულში დილა-საღამოს, ჭამის წინ, სვათ თბილი, თითქმის ცხელი წყალი.
• დილით წყლის დალევა მყისვე გამოგაფხიზლებთ, საღამოს კი, პირიქით, დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას, ხელს შეუწყობს ღამით საკვების ნორმალურ მონელებას და ძალ-ღონის აღდგენას.
• სადილამდე ნახევარი საათით ადრე დალეული წყალი წმენდს კუჭს და მას საკვების ახალი ულუფის მოსანელებლად ამზადებს.
• ზოგიერთი ადამიანი სვავს დიდი რაოდენობის წყალს, იმაზე მეტს, ვიდრე ესაჭიროება. მათ როგორც წესი კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადება აქვთ და ორგანიზმში ინსულინის რაოდენობა არ ჰყოფნით. მათთვის რეკომენდირებულის წყლის მიღების შემცირება და მჟავე კენკროვანების და ხილის (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი) მიღება, ან ახალგაწურული წვენების სმა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად