, ვარ 19 წლის გოგო. 13 წლიდან მაქვს გამონაყარი სახ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

30-01-2012

-გამარჯობა, ვარ 19 წლის გოგო. 13 წლიდან მაქვს გამონაყარი სახესა და ზურგზე. კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ჰორმონალური დარღვევები არ მაქვს. დერმატოლოგთან მისვლას უახლოეს პერიოდში ვერ ვახერხებ. ცხიმიანი კანი მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ როგორ ვუმკურნალო?

პასუხი
-ზურგზე ფერიმჭამელების გაჩენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ზოგი სპეციალისტი ამას უკავშირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევას, ზოგი ჰორმონულ დისბალანსს, ზოგიც ზურგის მიდამოში განლაგენული ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებულ ფუნქციონიებას,
. ჩირქოვანი გამონაყრის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ორგანიზმში ჩირქოვანი კერის სარსებობას (ხშირია ჩირქოვანი ტონზილიტის დროს). რასაკვირველია დიდი როლი ჰიგიენასაც მიუძღვის კანის მოვლა, ბანვა, გასუფთავება, სხვადსხვა მალამოებისა და ნიღბების დადება სახესთან შედარებით ზურგზე გაცილებით ძნელია.
ზურგზე ფერიმჭამელების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა. რადგან ფერიმჭამელების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს, აუცილებელია დაავადების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რასაც მხოლოდ დერმატოლოგი მოახერხებს.
ექიმი კოსმეტოლოგი კი დაგეხმარებათ კანის ფერიმჭამელებისგან გაწმენდაში. თუ ექიმმა დაადგინა, რომ აკნეს განვითარების მიზეზი ჰორმონალური დარღვევებია, საჭირო გახდება ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც.
გარდა ამისა უნდა დაითესოს ჩირქო მგრძნობელობაზე. აკნეს მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის დროს გამოიყენება გარეგანი მოხმარების პრეპარატები, ანუ მიმართავენ ადგილობრივ თერაპიას მალამოებით, გელით, კრემებით, ლოსიონით და სხვა, რომლებიც შეიცავენ კომედონების საწინააღმდეგო, კანის ცხიმის გამოყოფის შემამცირებელ და ანთების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას.
ჰორმონალური დარღვევების დროს შეიძლება დაინიშნოს სასქესო ჰორმონებით მკურნალობა. ფერიმჭამელებისგან კანის გასაწმენდად გამოიყენება ქიმიური პილინგი, ეს არის ხილის სუსტი მჟავების დახმარებით კანის ზედა შრის მოშორების პროცედურა. მოგცემთ რამოდენიმე რჩევას:
-კოსმეტოლოგმა უნდა გაგიწმინდოთ ზურგი, შემდეგ საჭირო იქნება გამწმენდი ხსნარების (ზინერიტი, ლევომიცეტინი, კასტელანი) გამოყენება, ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში 2-ჯერ დღეში გამოიყენეთ გრანექსის კომპლექტი (სველი ხელსახოცი და აეროზოლი)_ ხელსახოცით გაიწმინდეთ, სპრეი შეისხით კანზე. ბოლოს ეფექტის შესანარჩუნებლად იხმარეთ კურიოზინის გელი 2-ჯერ დღეში.
>დაიცავით დიეტა - შეზღუდეთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო. არ მოწიოთ და ერიდეთ ალკოჰოლის მიღებას,დასალევად გირჩევთ ანტიოქსიკაფსს თუთიით, 2-ჯერ დღეში (ერთ კოლოფი).
>გამოიკვლიეთ ყელის მდგომარეობა, გაიარეთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან. ცხიმიანი კანი დიდ პრობლემას უქმნის ადამიანს, რადგან სწორედ ასეთ კანზე ჩნდება გამონაყარი (ფერიმჭამელები). სხვა ადგილებთან შედარებით სახეზე ცხიმოვანი ჯირკვლები ინტენსიურად მუშაობენ და გამოიმუშავებენ ბევრ ცხიმს. ამაში "დამნაშავეა" ჰორმონალური სისტემა, კერძოდ კი მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონია, სწორედ ის ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ცხიმიანი კანის ფორები "იჭედება" საცობებით და ცხიმი ვერ გამოდის გარეთ, შედეგად ჩნდება ფერიმჭამელები. ცხიმიანი კანი ყოველთვის უფრო ანთებადია, მაგარამ აქვს დადებითი მხარეც - ცხიმიანი კანი უფრო დიდხანს რჩება ახალგაზრდა. კანის ცხიმი ფარავს კანს ბუნებრივი დამცველი აპკით, რომელიც იცავს მას გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანის მქონე ქალებს ნაოჭები სხვებზე უფრო გვიან უჩნდებათ. ახლა გეტყვით თუ რას აკეთებს ცხიმიანი კანის მქონე ქალი არასწორად
შეცდომა 1. კანის გამწმენდი საშუალება ძალიან ძლიერია. ბევრი ქალი ცდილობს კანი ცხიმისგან გაითავისუფლოს ძალიან ძლიერი საშუალებით, მაგრამ უკუშედეგს იღებს. ასეთ შემთხვევაში კანი ცდილობს ცხიმის დეფიციტის შევსებას, გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ცხიმს და კანი სწრაფადვე იფარება ცხიმის სქელი ფენით.
რჩევა: გამოიყენეთ მსუბუქი გამწმენდი საშუალება, მაგრამ ხშირ-ხშირად. თუ დრო გაქვთ, მაშინ დღეში სამჯერ გაიწმინდეთ კანი. ნებისმიერ შემთხვევაში კანის დილა-საღამოს გაწმენდა აუცილებელია. ამისათვის აიღეთ ლოსიონი ან ბიოგელი, რომელიც სპეციალურად ცხიმიანი კანისთვისაა განკუთვნილი. იგი შეიცავს ანტიბაქტერიულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ფორების დაცობის და ანთებითი პროცესის შეფერხებას იწვევს. შეცდომა 2. კომედონების მუდმივი გამორწყვა. კომედონი ეს არის ცხიმისა და გარქოვანებული უჯრედებისგან შემდგარი პატარა საცობი, რომელიც კეტავს კანის ცხიმოვანი ჯირკვლების გამოსავალს და ცხიმის გარეთ გამოსვლას აფერხებს. როცა მასზე ანთებითი პროცესი ვითარდება ჩნდება ფერიმჭამელა. ბევრი ცდილობს მის გამორწყვას, შედეგად ანთებითი პროცესის დაჩქარება და მდგომარეობის გაუარესება ხდება.
რჩევა: ფერიმჭამელას გამორწყვა შეიძლება, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ. მთავარია სწორად მომზადება. კანი უნდა გულდასმით გაიწმინდოს და 5 წუთი "დარბილდეს" ორთქლის აბაზანაზე (ორთქლია აბაზანის მოსამზადებლად კარგია ერთი მუჭა გვირილის 2 ლიტრ წყალში ხარშვა). ამის შემდეგ თითის ირგვლივ დაიხვიეთ კოსმეტიკური სალფეთქი და ძლიერი ზეწოლის გარეშე გამორწტით კომედონი. შემდეგ დეზინფექციის მიზნით ამ ადგილას წაისვით ალკოჰოლის შემცველი "ტუალეტის წყალი".
ასევე უნდა გითხრათ, რომ არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ მათი შერჩევა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს. ცხიმიან კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს. გარდა ადგილობრივი მკურნალობისა უნდა მიხედოთ კუჭ-ნაწლავის სისტემას (თუ პრობლემები გაქვთ ამ მხრივ). ჩვენ ქვემოთ მოგაწვდით ცხიმიანი კანის მოვლის რამდენიმე საშუალებას:
ლ ი მ ო ნ ი * ცხიმიან სახის კანს დღეში რამდენჯერმე იწმენდენ ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით ან ლიმონის ნაჭრით.
* სახეს იწმენდენ ლიმონის წვენისა და წყლის ნარევით (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა წყალზე).
გ ვ ი რ ი ლ ა
1 სუფრის კოვზ გვირილას ასხამენ 10 ს.კ. არაყს, აჩერებენ 7 დღე მუქ მინის ჭურჭელში, წურავენ და იწმენდენ სახეს კვირაში 2-ჯერ.
მ ა რ ი ლ ი ა ნ ი პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი
თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. ბამბის ტამპონს ასველებენ საპნის ქაფში, მოაფრქვევენ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით იწმენდენ სახეს 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლიან ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახეს იწმენდენ ლოსიონით და იბანენ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-3-ჯერ.
ა ლ ო ე ცხიმიან, ფორებიან, ფერიმჭამელებიან კანს იწმენდენ ალოეს კონსერვირებული წვენით. კონსერვაციისთვის 4 ნაწილ ალოეს წვენს უმატებენ 1 ნაწილ სპირტს და ინახავენ გრილ, ბნელ ადგილას.
ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
* ერთ ცალ ფორთოხალს ხეხავენ უმატებენ 1/2 ჩაის ჭიქა არაყს, აჩერებენ 5-7 დღით ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინს. ამ ლოსიონით ცხიმიან კანს ყოველ საღამოს იწმენდენ. ავიწროვებს ფორებსაც.
* მინერალურ წყალს (1 ჩაის ჭიქა) უმატებენ 1 ს.კ. გრეიფრუტის წვენს და იწმენდენ ცხიმიან, ფორებიან კანს. ნიღბები ცხიმიანი კანისათვის
ს ტ ა ფ ი ლ ო
1 ცალ მოზრდილ, წვნიან სტაფილოს ხეხავენ. უმატებენ ცოტა ბავშვის პუდრას და მიღებულ მასას იდებენ სახეზე. უხდება ცხიმიან, ფერიმჭამელებიან, მოდუნებულ, ფერმკრთალ კანს.
პ ო მ ი დ ო რ ი
პომიდორს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ სახეზე. რეკომენდებულია ცხიმიანი, დიდფორებიანი კანისათვის.
კ ო მ ბ ო ს ტ ო კომბოსტოს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ამ ფაფას ურევენ ათქვეფილ კვერცხის ცილასა და იდებენ სახეზე 25-30 წუთით..
ბ ა ვ შ ვ ი ს პ უ დ რ ა 1 სუფრის კოვზ ბავშვის პუდრას ხსნიან 3%-იან პერეკისში და ისმევენ სახის კანის ცხიმიან უბნებზე. არ შეიძლება თვალებთან ახლოს!
მ ა რ წ ყ ვ ი დ ა კ ვ ე რ ც ხ ი 1 კვერცხის ცილას თქვეფენ და უმატებენ 2 ს.კ. მარწყვს (დაჭყლეტილს) თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ ნიღაბს, რომელსაც იჩერებენ 15-20 წთ. შემდეგ იბანენ თბილი წყლით.
ქ ა ტ ო ცხიმიან კანს უხდება ქატოს (ხორბლის ფქვილის ანაცერი) ნიღაბი. ამისათვის ქატოს ურევენ რძეში და იდებენ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახეს იბანენ თბილი წყლით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად